სამშაბათი, მარტი 25, 2025
მთავარიშენი ექიმირა არის პაპილომა ვირუსი და როგორ შეიძლება ბრძოლა მის წინააღმდეგ? - ყველაფერი...

რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ შეიძლება ბრძოლა მის წინააღმდეგ? – ყველაფერი პაპილომა ვირუსით გამოწვეული ყელის კიბოს შესახებ

რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ შეიძლება ბრძოლა მის წინააღმდეგ?

ამის შესახებ გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი მადლონა ჯუღელი საუბრობს.

მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ 17 წლამდე ჩატარებული ვაქცინაცია 90%-ით იცავს ორგანიზმს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინაცია უფასოა.

პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევია და მამაკაცებში იწვევს ოროფარინგული კიბოს, რომელიც დღესდღეობით, ძალიან აქტუალური გახდა.

ვირუსი ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, მატარებელია როგორც მამაკაცი, ასევე, ქალი. მამაკაცის შემთხვევაში, ნაკლებად ვლინდება. ცხოვრების განმავლობაში, ამ ვირუსით 10 ქალიდან 8 ინფიცირდება.

ყველაზე ხშირია, 30 წლამდე ადამიანებში. ვირუსს ასეთი უნარი აქვს: არ ჩანს, ვერ გრძნობ, ვერ ხედავ. სიმპტომები არ გააჩნია. სანამ ქსოვილი ონკოლოგიურ პათოლიგიაში არ გარდაიქმნება, მანამ, პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს. თუმცა, დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია გვაძლევს საშუალებას, ეს დაავადება 100%-ით თავიდან ავიცილოთ, მაგრამ, როცა ონკოლოგიაა, სიმპტომები ასეთია: სისხლიანი გამონადენი, სქესობრივი ურთიერთობის დროს დისკომფორტი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა – სამწუხაროდ, აქ არის ონკოლოგია.

ერთადერთი კიბოა, რომლის გამომწვევი მიზეზი ვიცით, ვიცით, როგორ დავიცვათ თავი. სტატისტიკურად, დაავადებამ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, მანამდე, მეორეზე იყო. ჩვენ შეგვიძლია, რომ სრულად აღმოვფხვრათ.

თუ პაპილომა ვირუსით ვინფიცირდებით, ვირუსი 80%-ით ტოვებს ორგანიზმს და მიდის, ეს არ ნიშნავს, რომ მე დაინფიცირებული ვარ და კიბო დამემართება. ის 20% რჩება. არსებობს ვირუსის ონკო-ტიპები, რომლის დასადგენადაც კვლევას ვატარებთ. არის კიდევ „ხელშემწყობი“ ფაქტორები, ესაა თამბაქო, სხვა გადამდები ინფექციები, ჰორმონალური დარღვევები და ა.შ.

როდესაც დედა მშობიარობს და ბავშვი სამშობიარო გზებს გადის, ამ დროსაც გადამდებია. ასევე, არ იცავს კონდომი, ზედაპირული ურთიერთობის დროსაც, დასაშვებია, რომ ლორწოვანი კანზე მოხვდეს და ხდება ინფიცირება. ასევე, ვირუსი ნანახია ემბრიონში.

გარდა იმისა, რომ ვაქცინაციით საკუთარ თავს ვიცავთ, იცავ პარტნიორს, ასევე შენს მომავალს“, – აცხადებს გინეკოლოგი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights