სამშაბათი, მარტი 25, 2025
მთავარიშენი ექიმიიმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობაში - მნიშვენლოვანი მიღწევები და პერსპექტეივები

იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობაში – მნიშვენლოვანი მიღწევები და პერსპექტეივები

2025 წლის 15 თებერვალს, თბილისში, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე „გულმკერდის მიდამოს პათოლოგიები და დიფერენციალური დიაგნოსტიკა“, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ დამფუძნებელმა, მედიცინის დოქტორმა, კლინიკურმა ონკოლოგმა დავით თაბაგარმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იმუნოთერაპია – ფილტვის კიბოს განკურნების შესაძლებლობა“. მოხსენებაში დეტალურად იქნა განხილული იმუნოთერაპიის არსი, მიღებული შედეგები და კლინიკის სამომავლო გეგმები.

წარდგენილი მონაცემები მოიცავდა სამი კლინიკის – „კონსილიუმ მედულას“, „ბათუმის მედ-ცენტრის“ და „მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ – საერთო შედეგებს. აღნიშნული კლინიკები გაერთიანდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით, რათა ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის იმუნოლოგიური ლაბორატორიის საშუალებით ერთობლივად შეისწავლონ და განავითარონ იმუნოთერაპიის შესაძლებლობები.

ამ სამი კლინიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით, დადასტურდა, რომ იმუნოთერაპიამ დრამატულად შეცვალა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენადობის მაჩვენებლები: თუ ქიმიოთერაპიის გამოყენებისას 5-წლიანი გადარჩენადობა მხოლოდ 4%-ს შეადგენდა, იმუნოთერაპიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზარდა.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი შედეგისა, მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ყველა პაციენტში ერთნაირ ეფექტურობას ვერ იძლევა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში თავს იჩენს ავტოიმუნური გვერდითი მოვლენები.

არსებობს ჩვენთვის უცნობი ბიოლოგიური მარკერები, რომელთა შესწავლაც  თითოეულ პაციენტთან მიმართებაში წინასწარ მოგვცემს ინფორმაციას იმუნოთერაპიის ეფექტურობაზე და მოსალოდნელ გვერდით მოვლენებზე. ეს ასევე დაგვეხმარება შევარჩიოთ პაციენტზე მორგებული მკურნალობის სქემა – მისი სიხშირე და ხანგრძლივობა. კონფერენციაზე დავით თაბაგარმა სწორედ ამ შედეგებისა და ბიომარკერების შესწავლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც მიზნად ისახავს პაციენტებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი მკურნალობის უზრუნველყოფას.

#drpkhakadze #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights