სამშაბათი, მარტი 25, 2025
მთავარიშენი ექიმიეროვნულ სკრინინგ ცენტრს შშმ პირთათვის ადაპტირებული ინვენტარი გადაეცა

ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შშმ პირთათვის ადაპტირებული ინვენტარი გადაეცა

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს მუდმივად აუმჯობესებს, სიახლეა – ცენტრის ოთხივე ფილიალი ახალი სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გადაეცა შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთხი გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი, რომელიც საშუალებას იძლევა, შესაბამისი საჭიროების მქონდე პირებმა სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნიკა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ, UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორ მარიამ ხანთან და TIKA-ს თბილისის კოორდინატორ ზეინეფ ბაირაქისთან ერთად დაათვალიერა.

ეთერ კიღურაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული ძალისხმევა და შშმ პაციენტებისთვის შეთავაზებული სამედიცინო სერვისები გააცნო.

„კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვიამაყო ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებით, რაც საშუალებას გვაძლევს, შშმ პირებს, მაღალპროფესიონალ სამედიცინო პერსონალთან ერთად, სამედიცინო სერვისის მისაღებად, მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო დავახვედროთ, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს. ასევე, განსაკუთრებულია თბილისის მერიის წვლილი ზოგადად სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცენტრის უახლესი აპარატურით გადაიარაღების საქმეში. აქვე მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რასაც დიდად ვაფასებთ“, – განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მელიქე ილმაზ ოზქიფერი, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე.

ღონისძიების მონაწილეებმა კიბოს სკრინინგის შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, რა მიმართულებითაც, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოითქვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
როგორ და სად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტურისტული ვიზები

როგორ და სად შეგვიძლია გამოვიყენოთ ტურისტული ვიზები

25 მარტი 2025
ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

ისანში, ნავთლუღსა და მეტრომშენში 12 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა — თბილისი ენერჯი

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights