პარასკევი, თებერვალი 21, 2025
მთავარიშენი ფიტნესისქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ...

სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ბავშვებში

სქოლიოზი საზოგადოებაში ცნობილია როგორც ხერხემლის გამრუდება, თუმცა სქოლიოზის მკვლევართა ასოციაციის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად, სქოლიოზი არის  ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის  მაჩვენებელი ) 10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ.

მოკლედ რომ ითქვას, სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ბავშვებში, ის პროგრესირებს მრავალი ფაქტორის გავლენით და ვითარდება ზრდის ნებისმიერ ეტაპზე. 

სქოლიოზის სიმპტომები – გამოვლინება

სქოლიოზის კლინიკური გამოვლინება შესაძლოა განხვავდებოდეს მისი ტიპის და ხარისხის მიხედვით, თუმცა არსებობს მეტნაკლებად საერთო სიმპტომები, ესენია: 

  • მხრების ასიმეტრია
  • მენჯის ასიმეტრია
  • ხერხემლის დეფორმაცია
  • მალთა როტაცია

გართულებული მდომარეობისას შესაძლოა აღინიშნებოდეს :

  • ზურგის ტკივილი: სქოლიოზის  შორს წასული ფორმების დროს პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ზურგის ტკივილი, განსაკუთრებით გამრუდების არეში. ტკივილი შეიძლება გაამწვავოს გარკვეულმა აქტივობებმა, ჯდომის ან დგომის ხანგრძლივმა პერიოდებმა.
  • სუნთქვის გაძნელება: მძიმე ხარისხის სქოლიოზის დროს   შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის გაძნელება. ხერხემლის გამრუდება ხშირად იწვევს  ფილტვების ტევადობის შემცირებას,  ამის შედეგად კი პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ქოშინი, დაღლილობა და ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის შემცირება.
  • მობილობის შეზღუდვა: მცირდება ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი და მოქნილობა
  • ნერვის კომპრესია: ზოგ შემთხვევაში, ხერხემლის გამრუდებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვზე ზეწოლა და განვითარდეს იქნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

დაბუჟება, ჩხვლეტა, სისუსტე კიდურებში და სხვა. 

სქოლიოზის გამომწვევი მიზეზები

სქოლიოზის შემთხვევათა დაახლოებით 80% იდიოპათიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ დგინდება მისი გამომწვევი მიზეზი.

აქტიურად მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ ფაქტორს სქოლიოზის გავითარებაში.

სქოლიოზის მკურნალობის საშუალებები.

არსებობს სქოლიოზის მკურნალობის 2 ძირითადი მეთოდი:

კონსერვატიული და ქირურგიული. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სხვა და სხვა ფიზიოთერაპიულ საშუალებებს, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული მხოლოდ ორი კონსერვატიული მკურნალობის საშუალება:

შროტ თერაპია და SEAS-თერაპია.

შროტის მეთოდი ხერხემლის სამგანზომილებიანი კორექციის საშუალებას,  სპეციალურად შერჩეული სპეციფიური ვარჯიშების გამოყენებითა და ასიმეტრიული სუნთქვით (ანუ ჩასუნთქვა, მეტად ერთი ფილტვით (მარჯვნივ ან მარცხნივ – გამრუდების რკალიდან გამომდინარე), რომელიც შეესაბამება გარკვეული ტიპის სქოლიოზს.

ხოლო SEAS-თერაპია არის დაფუძნებული თვითკორექციულ, სპეციფიურ ვარჯიშებზე, რომლის დახმარებით პაციენტი სწავლობს სხეულის სწორი პოზიციის გამყარებას, რომლის შედეგადაც მიიღწევა ხერხემლის მაქსიმალური გასწორება. ამის საშუალებით ყალიბდება ტანდეგობის სწორი პატერნი.

მაგრამ, დღევანდელ საზოგადოებაში ყველა არ მიმართავს ამ მეთოდებს. მიმართავენ კლასიკურ ფიზიკურ თერაპიას. ან სურთ გავლილი თერაპიის მერე გააგრძელონ ვარჯიში ფიტნეს დარბაზში. აქ მოგიყვანთ ვარჯიშების მცირე მაგალითს, რას უნდა მოერიდოს მწვრთნელი სავარჯიშო პროგრამის შედგენის დროს და რას უფრო მიაქციოს ყურადღება.

პირველ რიგში ჩვენ უნდა გვახსოვდეს სქოლიოზის სიმპტომატიკა, რომელიც გვეუბნება რომ, გამრუდება იწვევს კუნთურ დისბალანსს. აქედან გამომდინარე არ არის სასურველი მივცეთ მომხმარებელს საბაზისო ვარჯიშები, ასევე უნდა მოვერიდოთ ვერტიკალურ დატვირთვას, მაგალითად:

  • კლასიკური ღერძის ამოზიდვა
  • წოლჭიმი
  • კლასიკური ჩაჯდომა ღერძით
  • ხტუნვითი ვარჯიშები და ა.შ.

რატომ უნდა მოვერიდოთ საბაზისო ვარჯშებს?

იმიტომ რომ საბაზისო ვარჯშები მოითხოვს ბევრი სტაბილიზატორი კუნთის ჩართულობას, რაც სქოლიოზის დროს არ არის სასურველი, რადგან კუნთოვანი სისტემა ისედაც სწორად არ მუშაობს გამბრუდების გამო.

ასეთ შემთხვევაში ვაძლევთ რეკომენდაციას გაკეთდეს იზოლირებული ვარჯიშები (მიმართული მხოლოდ 1 ან 2 კუნთოვან ჯგუფზე) ნაკლები სტაბილიზატორის ჩართულობით.

მაგალითად:

  • ვერტიკალური ბლოკის ჩამოქაჩვა
  • ჰორიზონტალური ბლოკის მოქაჩვა
  • ვარჯიში „პეპელას“ ტრენაჟორში
  • ვარჯიში „ჰამერის“ ტრენაჟორში

ყველა ვარჯში სრულდება მცირე ან საშუალოზე მცირე წონით და მეტი გამეორებით.

რაც მთავარია, სავარჯიშო პროგრამა დგინდება ყველასთვის ინდივიდუალურად, რადგან ყველას ორგანიზმი სხვადასხვანაირია და ხერხემლის გამრუდებაც არ არსებობს ერთნაირი. უნდა იყოს გათვალისწინებული ორგანიზმის ყველა თავისებურება. თუმცა ხაზგასმით მოგახსენებთ, რომ სქოლიოზის შემთხვევაში უნდა იმუშაოს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტმა, რათა არ გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება და არ დააზიანოს მომხმარებლის ჯანმრთელობა.

ჯანმრთელობას გისურვებთ.!

#drpkhakadze #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

21 თებერვალი 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ ეკრძალებათ ორსულებს სუშის მირთმევა?

რატომ ეკრძალებათ ორსულებს სუშის მირთმევა?

თებერვალი 21, 2025
ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights