ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კლასიკურ მუსიკას შეუძლია დამამშვიდებელი გავლენა მოახდინოს ნაყოფის გულისცემაზე საშვილოსნოში და ასევე შეიძლება დაეხმაროს არ დაბადებული ბავშვის განვითარებას, წერს Interesting Engineering .
მექსიკელ მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია, როგორ მოქმედებს კლასიკური მუსიკა ნაყოფის გულისცემაზე.
მეცნიერებმა შეისწავლეს გულისცემის ცვალებადობა (HRV), გაზომეს პაწაწინა ვარიაციები თითოეულ გულისცემას შორის. მათი თქმით, HRV-ის ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ის გვაწვდის ინფორმაციას ნაყოფის ავტონომიური ნერვული სისტემის განვითარებაზე.
ნაყოფის გულისცემის ცვალებადობის უფრო მაღალი ხარისხი ზოგადად განიხილება დადებით ნიშნად, რაც მიუთითებს ამ მნიშვნელოვანი სისტემის ჯანსაღ მომწიფებაზე.
კვლევაში მონაწილეობდა 36 ორსული ქალი. მკვლევრებმა მათ დაუკრეს ორი კლასიკური მუსიკა.
გულისცემის გარე მონიტორების გამოყენებით, მკვლევრებმა გაზომეს, თუ როგორ რეაგირებს ნაყოფის გულისცემა დამამშვიდებელ მუსიკაზე. ამ ანალიზმა მკვლევრებს საშუალება მისცა დაენახათ ნაყოფის გულისცემის დახვეწილი ცვლილებები, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ბავშვის განვითარებად ნერვულ სისტემაზე.
„საერთო ჯამში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მუსიკის ზემოქმედებამ განაპირობა ნაყოფის გულისცემის უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი შაბლონები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ მყისიერმა ეფექტმა შეიძლება გაააქტიუროს ნაყოფის ავტონომიური ნერვული სისტემის განვითარება”, – თქვა მკვლევარმა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მათ დასკვნებს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მომავალი მშობლებისთვის:
„დამამშვიდებელი მუსიკის დაკვრა, განსაკუთრებით კლასიკური მუსიკის, შეიძლება იყოს მარტივი, მაგრამ ძლიერი გზა ნაყოფის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობისთვის“.