პარასკევი, მარტი 14, 2025
მთავარიშენი ექიმიუკუღმა სიარულის სარგებელი და წესები: თუ ზედმეტი წონა, გული ან სახსრები გაწუხებთ

უკუღმა სიარულის სარგებელი და წესები: თუ ზედმეტი წონა, გული ან სახსრები გაწუხებთ

ზურგშექცეული სიარული აუმჯობესებს კოორდინაციას, გულის მდგომარეობას, სახსრების ჯანმრთელობას, ამაგრებს კუნთებს და ამასთან კალორიების მეტი რაოდენობით დაწვას უწყობს ხელს, აცხადებს ექიმი-ფიზიოლოგი, ლონდონის უნივერსიტეტის პედაგოგი ჯეკ მაკნამარა.

მისი განმარტებით, ადამიანი ჩვეულებრივი სიარულისას, რა დროსაც 200-მდე კუნთს იყენებს, ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან კუნთს — გულს ავარჯიშებს. შესაბამისად, რეგულარული სიარული, ათობით სამეცნიერო კვლევის თანახმად, ამცირებს არტერიულ წნევას და 20-40%-ით აქვეითებს ინსულტის ალბათობას. ხოლო როცა ადამიანი უკუღმა დადის, ჯანმრთელობისთვის სარგებელი ლამის ორმაგდება, ზედმეტი ცხიმები კი უფრო სწრაფად და ეფექტურად იწვება.

მაკნამარას თქმით, უკუღმა სიარული აუმჯობესებს მუხლის სახსრის ოსტეოართროზის მქონე ადამიანების მდგომარეობას. საქმე ისაა, რომ ამ დროს ადამიანი უფრო ხშირ და მოკლე ნაბიჯებს დგამს, ფეხები ნაკლებად გააქვს განზე და შესაბამისად, სახსრებზე დატვირთვა მცირდება.

უკუღმა სიარულის სარგებელი მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმაც დაადასტურა, რომელშიც 70-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ყველა მათგანს მუხლის სახსრის ოსტეოართროზი ჰქონდა.
ექსპერიმენტის მონაწილეები კვირაში სამი დღე, 10-10 წუთით დადიოდნენ ზურგშექცევით. ექვსი კვირის შემდეგ მათ ბევრად ნაკლებად აწუხებდათ მუხლების ტკივილი და უფრო უკეთესადაც მოძრაობდნენ.

გარდა ამისა, უკუღმა სიარული სასიკეთო გავლენას ახდენს ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა:

პლანტარული ფასციიტი, ანუ ქუსლის დეზი;

წელის ქრონიკული ტივილები;

ნევროლოგიური დავადებები.

გარდა ამისა, ზურგშექცევით სიარული ხელს უწყობს:

ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას — კვლევებმა აჩვენა, რომ კვირაში სამჯერ 30-30 წუთიანი უკუღმა სიარული მოკლე დროში აღადგენს ბალანსის შეგრძნებას, აუმჯობესებს კიდურების მუშაობას და მოძრაობის სიჩქარეს;
წონაში კლებას — ამ დროს 40%-ით მეტი კალორია იწვება და ამასთან ცხიმების „ჩალაგებაც“ იკლებს.

უკუღმა სიარულის წესები
ზურგშექცეულ სიარულში თითქოს რთული და გაუგებარია არაფერია, მაგრამ, როგორც ჯეკ მაკნამარა ამბობს, ამას თავისი წესები აქვს.
 
მისი თქმით: უნდა იაროთ მხოლოდ უსაფრთხო ადგილას, სადაც ვერც ვერაფერს დაეჯახებით და არც წაიქცევით (იდეალურია სარბენი ბილიკი); უკუღმა სიარულში ვარჯიში დაბალი სიჩქარით უნდა დაიწყოთ და დროთა განმავლობაში აჩქარდეთ; თავი უნდა გეჭიროთ სწორად და იყურებოდეთ მხოლოდ წინ — არ უნდა ატრიალოთ აქეთ-იქით; ყოველი ნაბიჯის გადადგმისას გაჭიმეთ ცერა თითი და ტერფი თითებიდან ქუსლის მიმართულებით გადააგორეთ; ნუ შეეცდებით, ერთ ჯერზე უწყვეტად იაროთ დიდი ხნის განმავლობაში — სჯობს ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეოროთ; როდესაც უკუღმა სიარულს იმდენად შეეჩვევით, რომ თავს უკვე კომფორტულად იგრძნობთ, შეგიძლიათ უკუღმა სირბილზეც გადახვიდეთ — ოღონდ მხოლოდ სარბენ ბილიკზე, რომელსაც სახელურები აქვს.

#drpkhakadze #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ირანის გამორჩეული სანახაობები

ირანის გამორჩეული სანახაობები

14 March, 2025
“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

“ხელები ტალახში იმდენ ხანს ჰქონდა, რომ ინფექცია შეეჭრა და ერთი წელი მკურნალობდნენ” – მარადიას ფინალური კადრის ისტორია

14 მარტი 2025
5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 13, 2025
გოგრის მოვლა-მოყვანა

გოგრის მოვლა-მოყვანა

მარტი 14, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ავოკადო ტოსტები – ჯანსაღი დღის დასაწყისი

ავოკადო ტოსტები – ჯანსაღი დღის დასაწყისი

მარტი 14, 2025
ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

ნასტასია ლეგრანი -გაიცანით თემურ ბაბლუანის შვილიშვილი

მარტი 14, 2025
რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

13 მარტი 2025
ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს — ატირაუ-თბილისი-ატირაუ

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana 27 მაისიდან ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს — ატირაუ-თბილისი-ატირაუ

მარტი 14, 2025
პირველი საგადასახადო AI ასისტენტი საქართველოში — Prive AI

პირველი საგადასახადო AI ასისტენტი საქართველოში — Prive AI

მარტი 14, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights
LIVE