სამშაბათი, მაისი 13, 2025
მთავარისამინისტროროგორ მივიღოთ გეგმური ამბულატორიული მომსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში

როგორ მივიღოთ გეგმური ამბულატორიული მომსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და საინფორმაციო სააგენტო „პრაიმთაიმი“ წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას – „თქვენი ჯანმრთელობისთვის“. რუბრიკის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ
ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს და მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია #თქვენიჯანმრთელობისთვის.

გეგმური ამბულატორიული მომსახურება და მისი მიღების პირობები

თუ ხართ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ჯანდაცვის სოციალური სტატუსის შესაბამისად, გიფინანსდებათ გეგმური ამბულატორიული მომსახურება.

რას არის ამბულატორიული მომსახურება?

გეგმური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა, საჭიროების შემთხვევაში, დაავადების დიაგნოსტიკა და მართვა, სტაციონარში მოთავსების გარეშე.

გეგმური ამბულატორია მოიცავს, ოჯახის/სოფლის ექიმის დანიშნულებით:

  • ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას;
  • ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
  • პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:

  • როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით მოსარგებლე,
  • რეგისტრირებული უნდა იყოთ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში;
  • მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება უცილებელია.

ოჯახის/სოფლის ექიმთან კონსულტაცია უფასოა.

რეგისტრაციის წესი:

პროგრამის მოსარგებელს, თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, შეუძლია დარეგისტრირდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, რისთვისაც საჭიროა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.ანუ პირს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სასურველი სამედიცინო დაწესებულება.

არასრულწლოვნის ან შშმ პირის რეგისტრაციის შემთხვევაში – ნდობით აღჭურვილმა პირმა, უნდა წარადგინოს წარმომადგენლობისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შეცვლა შესაძლებელია პირველადი რეგისტრაციიდან 2 თვის გასვლის შემდეგ;

დაუშვებელია, პროგრამის მოსარგებლე პირი ერთდროულად რეგისტრირებული იყოს ერთზე მეტ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.

რეგისტრირებულ პირს შეუძლია მიიღოს გეგმური ამბულატორიული პაკეტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურება, თანაგადახდით ან მის გარეშე;

თანაგადახდის ოდენობა დამოკიდებულია ბენეფიციარის მიმდინარე  ჯანდაცვის სოციალურ სტატუსზე, ხოლო მომსახურების ნუსხა განსაზღვრულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე  https://nha.moh.gov.ge/ge/news/gegmuriambulatoria2024

ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ანაჰიტ ავანესიანი ადგილზე გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights