ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმი„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ - ივანე ჩხაიძე

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ – ივანე ჩხაიძე

„10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია“, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო განაწილებიდან გრიპის ხვედრითი წილი 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია.

„პოტენციურად ყველაზე მეტი გართულება სწორედ გრიპის ვირუსს ახლავს. გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მიაღწია. ვირუსების საერთო განაწილებიდან 60%-ში გრიპი ფიქსირდება. ეს ნიშნავს რომ 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, ინფიცირების მატების ფონზე გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

მისივე ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს.

„მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“,-აღნიშნა ჩხაიძემ

მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა.

აქვს თუ არა აზრი ახლა ამ ვაქცინის გაკეთებას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე არის იდეალური პერიოდი ვაქცინაციისთვის.

მაგრამ როდესაც საქმე რისკ-ჯგუფებს ეხება, რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაცია არასდროს გვიანი არ არის, ვინაიდან მოსახლეობის ამ ფენას აქვს მაღალი ალბათობა, გრიპით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარების, საავადმყოფოში მოხვედრის. რისკი-ჯგუფები არიან ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები. მათთვის ახლაც ვაქცინაციის ჩატარებას, რა თქმა უნდა, აზრი აქვს,” – აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

  რა სიმპტომები ახასიათებს და რა არის ეპილეფსიის გამოვლინების ყველაზე ადრეული ასაკი?

გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 24 საათით ადრე. დისტანცირება ამ შემთხვევაში არის არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. ჰაერწვეთოვანი გზა განიხილება როგორც გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან გზად“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights