სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმიტრალური სარქვლის პროლაფსი მოსახლეობის დაახლოებით 2%-5%-ს აქვს

მიტრალური სარქვლის პროლაფსი მოსახლეობის დაახლოებით 2%-5%-ს აქვს

მიტრალური სარქვლის პროლაფსი მოსახლეობის დაახლოებით 2%-5%-ს აქვს.

მიტრალური სარქვლის პროლაფსი ვითარდება, როცა გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება.
•⁠ ⁠მიტრალური სარქვლის პროლაფსის ხშირი მიზეზია შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება;
•⁠ ⁠პაციენტთა უმრავლესობას ჩივილები არ აქვს. თუმცა, მიტრალური რეგურგიტაციის მძიმე შემთხვევები იწვევს ქოშინს, სუნთქვის უკმარისობას, დაღლილობასა და თავბრუსხვევას;
•⁠ ⁠მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. სიმპტომები ხშირად მსუბუქია და თანდათანობით ვითარდება. მაგალითად:
– სწრაფი, არარეგულარული გულისცემა– არითმია;
– თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება;
– სუნთქვის გაძნელება, უკმარისობა, ხშირად დაწოლის ან ფიზიკური დატვირთვის დროს;
– დაღლილობა;
– ტკივილი გულმკერდის არეში;
– ⁠ინფექციური ენდოკარდიტი.
ექიმს პროლაფსის არსებობაზე ეჭვი მიაქვს ფიზიკური გასინჯვისას გულზე დამახასიათებელი შუილის მოსმენის შემთხვევაში. ეჭვის დასადასტურებლად ტარდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა.
❕საჭიროების შემთხვევაში ინიშნება მკურნალობა.
ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ცხელ ხაზზე 032 2 22 22 11
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "ეს სახლი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პროექტია, ნივთები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიტანე"- გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights