გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ფულადი დახმარებების გაცემას 2025 წელსაც აგრძელებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებების ხარჯებსა და სოციალურ დახმარებებს სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს.
ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით.
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს და იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტში.
Sheni Network
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება და ფულადი დახმარებების გაცემა 2025 წელსაც გაგრძელდება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/01/16/%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%aa/
sheniekimi.ge
