მედიკამენტების ხელმისაწვდომობა საქართველოში
რეფერენტული ფასების დაწესება საერთოდ არ მოქმედებს ხარისხზე. ეს ამასთან ბმაში არ გახლავთ. ხარისხის მაკონტროლებელი და განმსაზღვრელი არის აბსოლუტურად სხვა ფაქტორები. მედიკამენტი ლაბორატორიულად უნდა შემოწმდეს. ეს არის აუცილებელი.
რაც შეეხება ლაბორატორიას, საქართველოში ფარმაცევტულ წარმოებებს ლაბორატორიები აქვთ, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფო ლაბორატორიები არსებობა და ამის შესახებ ორი წლის წინ იყო საუბარი.
ჩემი ინფორმაციით, ბევრი სამუშაო ჩატარდა. ადგილიც კი იყო შერჩეული ლაბორატორიისთვის. ეს არის აუცილებელი. ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს.
ამჟამად ბაზარზე არსებული მედიკამენტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სარგებლობს აღიარებითი მეთოდით, – აღიარებულია, კარგი ქვეყნებიდან შემოდის, იქ არის გადამოწმებული და ა.შ.
რაც შეეხება ლაბორატორიას, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ლაბორატორიაში კვლევები. ძალიან ძვირი ჯდება, როდესაც გვიწევს მედიკამენტის ხარისხის შემოწმება და საზღვარგარეთ გაგზავნა. ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი და რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქის პრეტენზიაც, როდესაც ის შეამჩნევს, რომ წამლის მოქმედება არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს.
ბრუნვაში უხარისხო წამალი არ უნდა იყოს. წამალი არის სამკურნალო. თუ წამალი სხვა დოზით არის დანიშნული ან არ შეესაბამება ხარისხს, ის არის საწამლავი…