სამშაბათი, აპრილი 22, 2025
მთავარიშენი ექიმი„თუ წამალი სხვა დოზით არის დანიშნული ან არ შეესაბამება ხარისხს, ის არის...

„თუ წამალი სხვა დოზით არის დანიშნული ან არ შეესაბამება ხარისხს, ის არის საწამლავი…“

მედიკამენტების ხელმისაწვდომობა საქართველოში

რეფერენტული ფასების დაწესება საერთოდ არ მოქმედებს ხარისხზე. ეს ამასთან ბმაში არ გახლავთ. ხარისხის მაკონტროლებელი და განმსაზღვრელი არის აბსოლუტურად სხვა ფაქტორები. მედიკამენტი ლაბორატორიულად უნდა შემოწმდეს. ეს არის აუცილებელი.

რაც შეეხება ლაბორატორიას, საქართველოში ფარმაცევტულ წარმოებებს  ლაბორატორიები აქვთ, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფო ლაბორატორიები არსებობა და ამის შესახებ ორი წლის წინ იყო საუბარი.

ჩემი ინფორმაციით, ბევრი სამუშაო ჩატარდა. ადგილიც კი იყო შერჩეული ლაბორატორიისთვის. ეს არის აუცილებელი. ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს.

ამჟამად ბაზარზე არსებული მედიკამენტებთან დაკავშირებით, სახელმწიფო სარგებლობს აღიარებითი მეთოდით, – აღიარებულია, კარგი ქვეყნებიდან შემოდის, იქ არის გადამოწმებული და ა.შ.

რაც შეეხება ლაბორატორიას, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ლაბორატორიაში კვლევები. ძალიან ძვირი ჯდება, როდესაც გვიწევს მედიკამენტის ხარისხის შემოწმება და საზღვარგარეთ გაგზავნა. ეს იქნება ძალიან კარგი გამოსავალი და რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქის პრეტენზიაც, როდესაც ის შეამჩნევს, რომ წამლის მოქმედება არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს.

ბრუნვაში უხარისხო წამალი არ უნდა იყოს. წამალი არის სამკურნალო. თუ წამალი სხვა დოზით არის დანიშნული ან არ შეესაბამება ხარისხს, ის არის საწამლავი…

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  რა უნდა გააკეთოთ იმუნური სისტემის გასაძლიერებლად - 12 რჩევა იმუნური სისტემის გასაძლიერებლად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights