სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისასიამოვნო სიახლე - „სიხარულით გაცნობებთ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ნაბიჯს, „შენი ვაკანსიის“ პლატფორმა“

სასიამოვნო სიახლე – „სიხარულით გაცნობებთ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ნაბიჯს, „შენი ვაკანსიის“ პლატფორმა“

პროფესორი, “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე  გიორგი ფხაკაძე სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს:

„ძვირფასო კოლეგებო, მოხარული ვარ, გაგიზიაროთ სასიამოვნო სიახლე. ერთ წელზე მეტია თქვენთან ერთად ვმუშაობთ აკრედიტაციის პროცესში და ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ დიდ გამოწვევად მივიჩნიეთ კვალიფიციური კადრების პოვნა და შენარჩუნება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს სხვადასხვა ვებპლატფორმა, ხშირად საჭირო კადრებს ეძებთ პირადი კონტაქტებით, WhatsApp-სა თუ Facebook ჯგუფებში. ამ საჭიროებიდან გამომდინარე, თავდაპირველად შევქმენით ჯანდაცვის გვერდი „შენი ექიმი“ www.sheniekimi.ge და ახლა სიხარულით გაცნობებთ ჩვენი ინიციატივის შემდეგ ნაბიჯს: „შენი ვაკანსიის“ პლატფორმის გაშვებას https://cv.sheniekimi.ge.

ეს პლატფორმა მთლიანად ჯანდაცვის სექტორის ვაკანსიებისთვისაა შექმნილი — ექიმების, ექთნების და ყველა იმ პროფესიონალის, ვინც საავადმყოფოებისთვის არის აუცილებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ „შენი ვაკანსია“ დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და არ არის დაკავშირებული არც ერთ დიდ ქსელთან, თუმცა თანამშრომლობისთვის ღიაა ჯანდაცვის ყველა  დაწესებულებასთან.

ამ პლატფორმის წარმატებისთვის გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გთხოვთ განათავსოთ თქვენი ვაკანსიები „შენი ვაკანსიის“ პლატფორმაზე. ჩვენი გუნდის წევრი თათია გოჩაძე დაუკავშირდება თქვენი კლინიკის HR პერსონალს მომდევნო კვირას, რათა აუხსნას პლატფორმის გამოყენების პროცესი და გაუწიოს დახმარება.

საპილოტე ეტაპის ფარგლებში, წლის ბოლომდე, ვაკანსიების განთავსება უფასო იქნება.

გმადლობთ მხარდაჭერისთვის და ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის“.

პატივისცემით, გიორგი ფხაკაძე

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნეფ­რო­ზუ­ლი სინ­დრო­მი გლო­მე­რუ­ლე­ბის და­­ა­ვა­­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც ცი­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ი­ყო­ფა შარ­დით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights