სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვანძოვანი ჩიყვი – რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?

კვანძოვანი ჩიყვი – რა უნდა იცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ამ დაავადებაზე?

ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის პასუხისმგებელია სხეულში მიმდინარე მრავალი პროცესის რეგულირებაზე, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და რეპროდუქციული სისტემების გამართულად ფუნქციონირებაზე.

კვანძოვანი ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევა გახლავთ.

რა არის კვანძოვანი ჩიყი?

კვანძოვანი ჩიყვი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში წარმოიქმნება კვანძური წარმონაქმნები. ამგვარი კვანძები რაოდენობის მიხედვით, არსებობს:

  • ერთკვანძიანი ჩიყვი – როდესაც ერთი კვანძი არის
  • მრავალკვანძიანი ჩიყვი – როცა რამდენიმე კვანძი არსებობს.

დიფუზური ჩიყვის შემთხვევაში კი ფარისებრი ჯირკვალი უბრალოდ გადიდებულია, მაგრამ კვანძები არ აღინიშნება.

კვანძოვანი ჩიყვი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში გვხვდება კვანძოვანი წარმონაქმნი ან წარმონაქმნები. კვანძის რაოდენობის მიხედვით, არსებობს ერთკვანძიანი ან მრავალკვანძიანი ჩიყვი. თუ ორგანო უბრალოდ გადიდებულია და არ აღინიშნება მასში კვანძები, მაშინ საქმე გვაქვს დიფუზურ ჩიყვთან.

კვანძოვანი ჩიყვის დროს კვანძები უმრავლეს შემთხვევებში კეთილთვისებიანია, თუმცა, იშვიათად ის შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს.

კვანძოვანი ჩიყვის მიზეზები

კვანძოვანი ჩიყვის ზუსტი მიზეზები რთულია განსაზღვრა, თუმცა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი არსებობს:

  • ავტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს დაავადება)
  • იოდის დეფიციტი
  • გენეტიკური ფაქტორები
  • რადიაციული ზემოქმედება
  • კერძო მედიკამენტების მოხმარება

სიმპტომები

ხშირად კვანძოვანი ჩიყვი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დიდი ზომის კვანძებმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • კისრის შეშუპება
  • ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება

ჰორმონალურად აქტიური კვანძები კი შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერთირეოზის სიმპტომები, როგორიცაა:

  • წონის კლება
  • გულისცემის აჩქარება
  • ჭარბი ოფლიანობა

დიაგნოსტიკა

კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოსტირება ხდება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კონტროლის საშუალებით. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაკეთდეს კვანძის ბიოფსია ავთვისებიანი სიმსივნის გამორიცხვისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეების შეფასება.

ასევე, უნდა უნდა განვსაზღვროთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაციაც, რათა შევაფასოთ მისი ფუნქცია ორგანიზმში.

მკურნალობა

კვანძოვანი ჩიყვის მკურნალობა დამოკიდებულია:

  • კვანძების ზომაზე
  • სიმპტომებზე
  • კვანძების სტრუქტურაზე

თუ კვანძები მცირე და კეთილთვისებიანია, რეკომენდებულია რეგულარული მონიტორინგი (6 თვეში ერთხელ). უფრო დიდი კვანძების შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო იყოს:

  • ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია
  • ქირურგიული ჩარევა
  • რადიოაქტიური იოდის თერაპია
  ვეპინგი უფრო საშიშია, ვიდრე სიგარეტი!

სპეციფიური შემთხვევებისთვის კი შეიძლება გამოვიყენოთ მინიმალურად ინვაზიური პროცედურები, როგორიცაა ეთანოლის ინიექცია ან თერმული აბლაცია.

მკურნალობა დამოკიდებულია კვანძების ზომაზე, სიმპტომებსა და სტრუქტურაზე. თუ კვანძები მცირეა და კეთილთვისებიანი, 6 თვეში ერთხელ რეგულარული მონიტორინგი უნდა ჩატარდეს. უფრო დიდი კვანძებისთვის კი, აუცილებელია მკურნალობის დანიშვნა. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება დაინიშნოს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია, ქირურგია და რადიოაქტიური იოდით თერაპია. კონკრეტულ შემთხვევებში, ასევე, გამოიყენება მინიმალური ინვაზიური პროცედურები, როგორებიცაა ეთანოლის ინიექცია ან თერმული აბლაცია.

რა არის კვანძოვანი ჩიყვი და რით განსხვავდება ის სხვა სახის ჩიყვისგან?

კვანძოვანი ჩიყვი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში გვხვდება კვანძოვანი წარმონაქმნი ან წარმონაქმნები. კვანძის რაოდენობის მიხედვით, არსებობს ერთკვანძიანი ან მრავალკვანძიანი ჩიყვი. თუ ორგანო უბრალოდ გადიდებულია და არ აღინიშნება მასში კვანძები, მაშინ საქმე გვაქვს დიფუზურ ჩიყვთან.

კვანძოვანი ჩიყვის დროს კვანძები უმრავლეს შემთხვევებში კეთილთვისებიანია, თუმცა, იშვიათად ის შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეც იყოს.

რა არის კვანძოვანი ჩიყვის ძირითადი მიზეზები?

კვანძოვანი ჩიყვის ზუსტი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთულია. ეს შეიძლება იყოს ავტოიმუნური თირეოიდიტი, რომელსაც ჰაშიმოტოს დაავადებასაც უწოდებენ. მას ზოგჯერ განაპირობებს იოდის დეფიციტი, გენეტიკური წინასწარგანწყობა,  რადიაციული ზემოქმედება, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტების მოხმარება და ა.შ

დასკვნა

კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს მნიშვნელოვან ჯანმრთელობის პრობლემას, რომელიც მოითხოვს სათანადო ყურადღებას და მკურნალობას. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია და მხარდაჭერა, მიმართეთ პროფესიონალ ენდოკრინოლოგს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights