ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში აჭარის რეგიონში.
ექსპერტთა მისია მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა სერვისებზე, რათა მოხდეს ძირითად არაგადამდებ დაავადებათა გაუმჯობესებული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კონტროლი. ამ მიზნით, ბათუმში ჩატარდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მონაწილეებს დაეხმარა ძირითადი ცვლილებების, ბარიერების, ხელშემწყობი ფაქტორებისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების იდენტიფიკაციაში.
ამასთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის შესახებ მაღალი დონის შეხვედრისას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა ექსპერტთა ბოლო ორი მისიის შედეგები და რეკომენდაციები. ეს მოიცავს ცვლილებებს მენეჯმენტის კუთხით, პირველადი დაფინანსების გაძლიერებას, შედეგების მონიტორინგს, გაძლიერებული კლინიკური მართვის მექანიზმების შემოღებას და აშ.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. ექსპერტთა მისია მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა სერვისებზე, რათა მოხდეს ძირითად არაგადამდებ დაავადებათა გაუმჯობესებული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კონტროლი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/10/18/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%98/
sheniekimi.ge



