სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიექსპერტთა მისია მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა სერვისებზე, რათა მოხდეს ძირითად არაგადამდებ დაავადებათა...

ექსპერტთა მისია მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა სერვისებზე, რათა მოხდეს ძირითად არაგადამდებ დაავადებათა გაუმჯობესებული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კონტროლი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაში აჭარის რეგიონში.

ექსპერტთა მისია მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს ხელმისაწვდომობა სერვისებზე, რათა მოხდეს ძირითად არაგადამდებ დაავადებათა გაუმჯობესებული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კონტროლი. ამ მიზნით, ბათუმში ჩატარდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მონაწილეებს დაეხმარა ძირითადი ცვლილებების, ბარიერების, ხელშემწყობი ფაქტორებისა და სტანდარტული საოპერაციო პროცედურების იდენტიფიკაციაში.
ამასთან ერთად, პირველადი ჯანდაცვის შესახებ მაღალი დონის შეხვედრისას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ წარადგინა ექსპერტთა ბოლო ორი მისიის შედეგები და რეკომენდაციები. ეს მოიცავს ცვლილებებს მენეჯმენტის კუთხით, პირველადი დაფინანსების გაძლიერებას, შედეგების მონიტორინგს, გაძლიერებული კლინიკური მართვის მექანიზმების შემოღებას და აშ.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საფრთხე ვენებში – რატომ არის „სასწაულმოქმედი“ მკურნალობა სიცოცხლისთვის საშიში“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights