10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წლევანდელი კამპანიის თემაა სტიგმა და დისკრიმინაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ხშირად აწყდებიან ხელოვნურ ბარიერებს სამუშაოს პოვნასა და განათლების მიღებაში.
ნეგატიური შეხედულებები და დისკრიმინაციული ქცევები შეიძლება ნებისმიერი ადამიანისგან მომდინარეობდეს – ოჯახისგან, მეგობრებისგან, დამსაქმებლებისგან, მათ შორის ჯანდაცვის სპეციალისტებისგანაც.
ადამიანები ხშირად ირჩევენ არ ისაუბრონ თავიანთი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, რათა თავიდან აირიდონ საზოგადოებიდან გარიყვა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მდგომარეობას.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/10/10/10-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c/
sheniekimi.ge



World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში