შაბათი, სექტემბერი 6, 2025
მთავარიშენი ექიმიქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა - ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია

ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა – ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია

ჩინეთში ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ტყუპი გააჩინა – ისინი სხვადასხვა საშვილოსნოში ჩაისახნენ და განვითარდნენ.  ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია.

CNN-ის ცნობით, ეს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, შაანქსის პროვინციაში მოხდა. მედიისთვის მხოლოდ დედის სახელია ცნობილი – ლი. მან ბიჭი და გოგო საკეისრო კვეთით გააჩინა. ექიმები ამბობენ, რომ ასეთი მშობიარობის ალბათობა მილიონში ერთია.

„ძალიან იშვიათი მოვლენაა, როდესაც ტყუპი ბუნებრივად ისახება ცალ-ცალკე საშვილოსნოში, ამაზე უფრო იშვიათია, რომ დედამ ისინი მუცლით ორსულობის ბოლომდე ატარა“, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმები აზუსტებენ, რომ ორსულობის განმავლობაში ექიმები ლის და მისი შვილების ჯანმრთელობას ყურადღებით აკვირდებოდნენ.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ნიშვნელოვნად გაიზარდა დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის რისკი...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights