სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმისაქართველოსთვის, როგორც ამ ტექნოლოგიის სამშობლოსათვის, ეს შესაძლებლობის ახალი ფანჯარაა - ფაგების დროა

საქართველოსთვის, როგორც ამ ტექნოლოგიის სამშობლოსათვის, ეს შესაძლებლობის ახალი ფანჯარაა – ფაგების დროა

ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის ზრდამ მსოფლიოს უბიძგა, ფაგები ხელახლა აღმოეჩინა.  ახალგაზრდა ინოვატორის, რატი ღოლიჯაშვილის მეთაურობით ბიოქიმფარმი მედიცინის ისტორიის ახალ ფურცელს წერს.  საქართველოსთვის, როგორც ამ ტექნოლოგიის სამშობლოსათვის, ეს შესაძლებლობის ახალი ფანჯარაა. ფაგების დროა

თბილისში, გოთუას ქუჩაზე მდებარე ბაქტერიოფაგის შენობაში შებიჯება დროში მოგზაურობას ჰგავს. უზარმაზარ თეთრ სვეტებს გასცდები თუ არა, დიდ ფოიეში აღმოჩნდები, სადაც საბჭოთა არქიტექტურის მკაცრი მონუმენტურობა თავს ერთბაშად გატყდება. უძველეს მონაცრისფრო სტენდზე ათწლეულების განმავლობაში შექმნილი წამლების გაცრეცილი ეტიკეტებია გამოფენილი. საბჭოთა სტენდიდან რამდენიმე მეტრში კი ხასხასა ყვითელ კედელზე მანათობელი ასოებით ფაგების საწარმო წერია. წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია. რომ არა ეს კუთხე, ვერაფრით მიხვდებოდი, რომელ ეპოქაში იმყოფები. კარს მიღმა ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საწარმო ფუნქციონირებს, რომელიც ფაგების ისტორიული ტექნოლოგიის გამოყენებით ინოვაციურ პრეპარატებს აწარმოებს.

გააგრძელეთ კითხვა

#drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქირურგიული ნიღაბი აღარ კმარა? ექსპერტები ითხოვენ, რომ მედპერსონალმა მუდმივად გამოიყენოს ფილტრიანი რესპირატორი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights