პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიშენი ექიმირა გავლენას ახდენს მარიხუანას სისტემატიური მოხმარება ჯანმრთელობაზე? - რისი გამოწვევა შეუძლია მარიხუანას

რა გავლენას ახდენს მარიხუანას სისტემატიური მოხმარება ჯანმრთელობაზე? – რისი გამოწვევა შეუძლია მარიხუანას

რა გავლენას ახდენს მარიხუანას სისტემატიური მოხმარება ჯანმრთელობაზე ? რისი გამოწვევა შეუძლია მარიხუანას

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, მარიხუანას სისტემატურმა გამოყენებამ გამოიწვიოს. ზაზა თელია განმარტავს, რომ მარიხუანას მოხმარებამ შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ მის გარემოში მყოფ ადამიანებსაც. მარიხუანაში შემავალი THC-ის ნივთიერება გავლენას ახდენს ტვინის სხვადასხვა ცენტრებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ეფექტები.
მარიხუანაში შემავალ ნივთიერებებს ტვინის ყველა ადგილსა და ცენტრზე აქვს გავლენა. ესენია მოძრაობის ცენტრი, შეფასების ცენტრი, სიამოვნების ცენტრი, მეხსიერების ცენტრი, კოორდინაციის ცენტრი, აღქმის ცენტრი. ყველაზე ნაკლები გავლენა მხედველობაზე აქვს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სისტემატური მოხმარება ყველაფერზე ახდენს გავლენას. არსებობს გავლენის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტი:
  • გონების დაბინდვა: შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, შფოთვა და მახსოვრობის დარღვევა.
  • ავტომობილის მართვის რისკი: ზრდის უბედური შემთხვევების ალბათობას.
  • ფსიქოზური ეპიზოდები: შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები და პარანოია.
  • არტერიული წნევის შემცირება, რომელმაც შესაძლოა, გონების დაკარგვა გამოიწვიოს და ადამიანმა ტრავმა მიიღოს.
  • გულისცემის მომატება, რომელიც ინფარქტის რისკს ზრდის

მარიხუანას გამოყენებას გრძელვადიანი პრობლემების შექმნაც შეუძლია არა მარტო იმ ადამიანისათვის, რომელიც მოიხმარს, არამედ მის გვერდით მყოფებისთვისაც:

ნერვული სისტემის დაზიანება, როგორიცაა, დეპრესია, ჰალუცინაციები, პარანოია და ასე შემდეგ არა მხოლოდ მასზე, ვინც მოიხმარს, არამედ მათ გვერდზე მყოფ ადამიანებსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ფსიქოზით დაავადებული ადამიანები სხვა ადამიანებისთვის გარკვეული ტიპის საფრთხეს წარმოადგენს.

გრძელვადიანი ეფექტით, მარიხუანას სისტემატურმა მოხმარებამ შესაძლოა, მენტალური პრობლემები და დამოკიდებულება გამოიწვიოს. ასევე, მახსოვრობის, კონცენტრაციის დარღვევა, ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების შეფერხება, სასუნთქი სისტემის პრობლემები, დეპრესია, ფსიქოზი, სუიციდური აზრები განაპირობოს.

უნაყოფობა, უშვილობა, ბავშვის განვითარების შეფერხება – მარიხუანას სისტემატური მოხმარება რეპროდუქციულ სისტემაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ბავშვის განვითარების შეფერხება შესაძლოა, მუცლადყოფნის პერიოდშიც მოხდეს, თუ ორსული ქალბატონო მარიხუანას გამოიყენებს და ასევე, ლაქტაციის პერიოდშიც. შესაძლოა, ბავშვმა მავნე ნივთიერება რძის გავლით მიიღოს.

  „Neuralink-ის პირველი პაციენტი მაუსს გონებით აკონტროლებს“ - ილონ მასკი

იმპოტენცია და ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში – მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულებებმა დაადასტურეს, რომ მარიხუანას მოხმარებით იმპოტენცია, ერექციული დისფუნქციები საკმაოდ ხშირია.

დასკვნა

მარიხუანას სისტემატური მოხმარება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და ზომიერებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან ვინმე თქვენს გარშემო მარიხუანას იყენებს, მნიშვნელოვანია დროული ინფორმაცია და მხარსაჭერა.

#drpkhakadze

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights