სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმიხეილ სარჯველაძე: სწორი დიაგნოზის დასმა, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია...

მიხეილ სარჯველაძე: სწორი დიაგნოზის დასმა, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ

„სწორი დიაგნოზის დასმა, მკურნალობის დასაგეგმად, ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ეფექტიანობას აზრი ეკარგება. შეცდომების თავიდან აცილება სწორედ ამ მომენტში უნდა მოხდეს – იქნება ეს ტექნოლოგიების გამოყენებით, მაღალი კვალიფიკაციით, თუ კონკრეტული პროცედურების ზუსტად გაწერით. მთავარია, რომ დიაგნოსტირების პროცესში, არ დავუშვათ ისეთი შეცდომებით, რომელთა არიდებაც შეიძლებოდა. ჩვენთვის, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 სექტემბერს, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნა.

ღონისძიებაზე, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა, დარგობრივი ასოციაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, სწორი და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გლობალური პრობლემაა და ბუნებრივია, მის არსებობას საქართველოც აცნობიერებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად, ქვეყანამ, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„პაციენტების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს, ამ მიმართულებით, მოსაზრებების წარმოდგენა ვთხოვეთ. მათ საკმაოდ მრავლად, საკუთარი პერსპექტივიდან გაგვიზიარეს შეხედულებები, რომლებზე მუშაობამაც, შესაძლოა, პაციენტის უსაფრთხოებისთვის, კონკრეტული შედეგი მოიტანოს. ამ საკითხების სპექტრი ძალიან დიდია – დაწყებული სამაჯურებით, რომელიც შესაძლოა, გაუკეთდეს პაციენტს, რომ მის შესახებ სამედიცინო პერსონალს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს და დამთავრებული საგანმანათლებლო სისტემებში, ისეთი კურიკულუმების შეტანით, რომელიც უკეთ მოამზადებს მომავალ ექიმებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პაციენტთა უსაფრთხოების მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2019 წელს დააწესა. მისი მიზანი პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ საკითხზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. წელს, მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი გზავნილია „დიაგნოსტიკის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“, რაც სწორი და დროული დიაგნოსტიკის კრიტიკულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაიმართა ევროპის მედიცინის სპეციალისტთა კავშირის (UEMS) მონაწილეობით და ორგანიზებული იყო საქართველოს სამედიცინო სპეციალისტთა ასოციაციის მიერ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights