ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
მთავარისიახლეებიგანახლებული Pineo NICU - ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება

განახლებული Pineo NICU – ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება

განახლებული Pineo NICU

გვესაუბრება “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” ბავშვთა რეანიმატოლოგი, ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი – ივი მახარაძე:

განახლებული Pineo NICU - ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება | შენი ექიმი
გივი მახარაძე

– პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სამსახური მოიცავს განყოფილებებს ნებისმიერი სირთულის მქონე (მათ შორის – კრიტიკული და მძიმე) პაციენტებისთვის: მაღალი რისკის ახალშობილთა, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა სპეციალური მოვლის.

გათვალისწინებულია თითოეული პაციენტის სრულყოფილი თერაპია და მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სამსახური აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, 24 საათიან  რეჟიმში შესაძლებელია ჩატარდეს ყველა აუცილებელი გამოკვლევა.

განახლებული Pineo NICU - ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება | შენი ექიმი

– ვინ არიან NICU- პაციენტები?

– განყოფილების პაციენტები არიან ახალშობილები, რაც გულისხმობს 0 28 დღემდე ასაკს. ეს ეხება როგორც ჩვენ სამშობიაროში დაბადებულ ახალშობილებს, ისე რეფერირებულს სხვა კლინიკებიდან და თვითდინებით შემოსულ ახალშობილებს. ვემსახურებით აღნიშნულ ასაკში აღძრულ ნებისმიერ პათოლოგიას, გარდა ახალშობილთა ქირურგიისა. შემოსული პაციენტის მართვა ხდება გამოჯანმრთელებამდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ის შეიძლება უკვე ცდებოდეს 28 დღეს.

განახლებული Pineo NICU - ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება | შენი ექიმი

 – რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად დებით განყოფილებაში?

– ამ ეტაპისათვის ყველაზე დიდი გამოწვევაა საერთაშორისო აკრედიტაციის ღირსეული გავლა, რაც პაციენტის მართვის პროცესის საერთაშორისო სტანდარტის ყოველმხრივ და სრულად გაწერას და პრაქტიკაში დანერგვას მოითხოვს.

– როგორია თქვენი მიდგომა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების მართვასთან დაკავშირებით?

– კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის მართვა მოითხოვს როგორც ადამიანური, ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ტოტალურ მობილიზაციას, დაავადების მართვის გაიდლაინების ზედმიწევნით სწორად და დროულად შესრულებას, სწორ კლინიკურ ხედვას და კრეატიულ აზროვნებას. ·

– რა მნიშვნელოვანი ინოვაციები ან ცვლილებები განხორციელდა თქვენს დეპარტამენტში ბოლო პერიოდში?

– ბოლო პერიოდში განახლდა განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჩატარდა განყოფილების კაპიტალური რემონტი, პაციენტის მართვის სივრცეები მოყვანილი იქნა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, გაიწერა და პრაქტიკაში დაინერგა სტანდარტული პროცედურების მართვის გაიდლაინები. ·

რა როლს ასრულებენ მშობლები და ოჯახები თქვენი დეპარტამენტის მუშაობაში?

– პაციენტის მშობლები და მათი ოჯახები მათი კომპეტენციის ფარგლებში სრულად არიან ჩართული მათი შვილის მართვის პროცესში, მათ სრულად მიეწოდება ინფორმაცია ახალშობილის ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობისა და შესაძლო გართულებების შესახებ.

როგორ ეხმარებით მშობლებს, რომლებიც გადიან რთულ ემოციურ მდგომარეობას, როდესაც მათი ბავშვი NICU-ში იმყოფება?

 – სამშობიარო სახლი ეს არ არის ჩვეულებრივი კლინიკა. აქ მშობიარე და მათი ოჯახის წევრები ელოდებიან ოჯახის ახალ წევრს, მათთვის წარმოუდგენელია ბავშვის ავადობა, მით უმეტეს თუ ორსულობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა. შესაბამისად მშობლებისადმი ვიჩენთ მაქსიმალურად ემპათიურ დამოკიდებულებას, რომ მათ შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გადალახონ მიღებული სტრესი.

#drpkhakadze #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

15 January, 2025
ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

15 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

იანვარი 15, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

იანვარი 15, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბლის ბურღულის ფლავი

ხორბლის ბურღულის ფლავი

იანვარი 15, 2025
თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

იანვარი 15, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights