კარდიომიოპათია – დაავადების ჯგუფი, რომლის განვითარების საფუძველია გულის კუნთებში განვითარებული დისტროფიული და სკლეროტული გართულებები

0
971
#post_seo_title

კარდიომიოპათია – დაავადების ჯგუფი, რომლის განვითარების საფუძველია გულის კუნთებში განვითარებული დისტროფიული და სკლეროტული გართულებები.

COVID-19-ის შემდეგ კარდიომიოპათიის შემთხვევები იზრდება, რაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას.

გულის ფუნქციის გაუმჯობესებისა და სიმპტომების შესამცირებლად საჭიროა მედიკამენტების მიღება; სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები და სხეულის ამოქმედების პროცედურები; მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი გულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რეგულარული გულის გამოკვლევები და ადრეული დიაგნოზი აუცილებელია. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სტრესის მართვა, ვაქცინაციის პროცესის გავლა ინფექციის რისკის შემცირების მიზნით.

გამოიყოფა კარდიომიოპათიის შემდეგი სახეობები:
·         დილატაციური;
·         ჰიპერტროფიული;
·         რესტრიქტიული;
·         არითმოგენური მარჯვენა პარკუჭოვანი.

მიზეზები
სამწუხაროდ დღემდე დაუდგენელია დაავადების ეთიოლოგია. მისი გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:
·         ვირუსული ინფექციები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ადრე გადატანილი მიოკარდიუმი;
·         კარდიომიოციოტების დაზიანება ტოქსიკური ნივთიერებებით, ალერგენებით;
·         ენდოკრინული სისტემის დარღვევა;
·         იმუნური სისტემის დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         ძლიერი ტკივილი მკერდის არეში;
·         ხუთვა;
·         სახსრების შეშუპება;
·         ტაქიკარდია.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას აკეთებს ექიმი-კარდიოლოგი, რისთვისაც ატარებს:
·         ელექტროკარდიოგრამას;
·         ფილტვების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;
·         ექოკარდიოგრაფიას;
·         ვენტრიკულოგრაფიას;
·         გულის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         გულის ღრუს ზონდირებას;
·         მულტისპირალურ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და კარდიოგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა არ არსებობს, ყველა საშუალება მიმართულია გართულებების აღმოსაფხვრელად. თერაპიაში შეიძლება შევიდეს:
·         დიურეტიკები;
·         გულის გლიკოზიდები;
·         არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ანტიკოაგულანტები, ანტიაგრეგანტები;
·         ქირურგიული ჩარევა (მიტრალური სარქველის პროთეზი, გულის გადანერგვა).
პაციენტებმა უნდა გააკონტროლონ ფიზიკური დატვირთვა და დაიცვან დიეტა, რომელიც რაციონიდან გამორიცხვას ცხოველურ ცხიმებს და მარილს.

საშიშროება
თუ არ მოხდება დროულად ზომების მიღება, შეიძლება განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         გულის უკმარისობა;
·         არტერიული და ფილტვების თრომბოემბოლიები;
·         გულის გამტარობის დარღვევა;
·         რთული არითმია;
·         გულის მოულოდნელი კვდომის სინდრომი.
ქალებმა აღნიშნული დაავადების დადგენის შემთხვევაში უარი უნდა თქვან ფეხმძიმობაზე, რადგან დიდია ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა. აღნიშნული დაავადების დადგენიად ადამიანი ცოცხლობს 5 წლის მანძილზე, ეს მაჩვენებელი შეადგენს შემთხვევების 30%-ს. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ოპერაციისა და გულის გადანერგვის შემდეგ პაციენტი ცოცხლობს 10 წელზე მეტს.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ დაავადების თავიდან ასაცილებლად არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული პროფილაქტიკური მეთოდები.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გულის უკმარისობა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ