ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
მთავარიშენი ფიტნესიროგორ მუშაობს პილატესი: პრინციპები, ტიპები და სარგებელი

როგორ მუშაობს პილატესი: პრინციპები, ტიპები და სარგებელი

როგორ მუშაობს პილატესი: პრინციპები, ტიპები და სარგებელი

პილატესი არის ვარჯიშების მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს სხეულის სიძლიერის, მოქნილობისა და ჯანსაღი ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ეს მეთოდი იყენებს დინამიური მოძრაობების სერიებს და გონებრივი კონცენტრაციის პრინციპებს. პილატესის მთავარი პრინციპია სხეულის ცენტრის შინაგანი სიმტკიცის განვითარება.

პილატესი: ისტორია და მიზნები. 

პილატესი, რომელსაც მისმა ფუძემდებელმა ჯოზეფ ჰუბერტუს პილატესმა თავდაპირველად -კონტროლოგია  უწოდა შემდეგ იცვალა სახელი და ჩვენამდე ამ სახელწოდებით მოვიდა. კონტროლოგია – ასახავდა პილატესის რწმენას, რომ მისი მეთოდის მთავარი არსი არის გონებისა  და სხეულის დაკავშკრება  და მხოლოდ ამ ერთობლივი მუშაობის დროს ჩვენ ვაღწევთ ოპტიმალურ შედეგს, როგორც ვარჯიშის დროს ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პილატესის მეთოდი საუკუნეა რაც არსებობს და რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. ამას განაპირობებს პირველ რიგში ის ფაქტი, რომ იგი არის მრავალმხრივი,  დაბალ და საშუალო ინტენსიობის დატვირთვის რაც მას შესანიშნავს ხდის ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.

1926 წელს ჯოზეფმა და მისმა მეუღლემ გახსნეს თავიანთი პირველი  სტუდია ნიუ-იორკში, მე-8ავენიუზე, რომელსაც თავდაპირველად სტუმრობდნენ  ნიუ-იორკის საზოგადოების ელიტა, ტანმოვარჯიშები და მოცეკვავეები. სხვათაშორის იმავე შენობაში სადაც ჯოზეფი ავითარებდა თავის მეთოდს, მოღვაწეობდა ჩვენი ცნობილი  ქართველი ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი და ნიუ იორკ სითი ბალეტის დასი. ბუნებრივია პილატესის მეთოდს  მიმართავდა არაერთი მოცეკვავე და მათვე გახდნენ მეთოდის მეორე თაობის მწვრთნელები, რომლებმაც გაიტანეს იგი ჯერ შტატების ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე მის საზღვრებს გარეთ. სავარაუდოდ აქედან გამომდინარეობს ის აზრი რომ პილატესი მხოლოდ მოცეკვავეებისთვისაა, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის, დღეს-დღეობით პილატესს მიმართავენ როგორც სარეაბილიტაციოდ ასევე  ფიტნესის აქტიური დამცველები (მიმდევრები)  და პროფესიონალური სპორტსმენებიც.

პილატესის ვარჯიშის დროს დიდი ყურადღება ეთმობა ღრმა სტაბილიზატორი კუნთების ჩართულობას, კუნთური ბალანსის აღდგენას, ე.წ. ბირთვის, (ცენტრის) გამაგრებას და აუცილებლად პილატესის პრინციპების გათვალისწინებას, რომლებიცაა:

  ძალის მაქსიმიზაცია - ძალის პროგრესის სტიმულები, მედიატორები და მათი გამოყენება ვარჯიშის დროს და რეაბილიტაციისას

სუნთქვა, კონცენტრაცია, კონტროლი, ცენტრირება, სიზუსტე, დასვენება/მოდუნება და ნაკადი ( ნაკადში ყოფნა) ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვარჯიშე გააზრებულად ვარჯიშობს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

როგორც უკვე ავღნიშნე პილატესის ვარჯიში დაშვებულია ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი ტრავმებისა თუ მალთაშუა თიაქრების დროს ოპერაციების შემდგომ (აუცილებლად ექიმთან კონსულტაციის გავლის  შემდეგ). ბუნებრივია მაგ. 10 წლის  ბავშვსა და 75 წლის ადამიანს შორის, ან ახალგაზრდა სპორტსმენსა და ორსულ ქალბატონს შორის სხვადასხვანაირი მიდგომა და აქცენტები გაკეთდება, მაგრამ ზუსტად ეს ხდის მეთოდს უნიკალურს, რომ იგი ყველას ერგება  და საბოლოოდ ყველა მიიღებს კონკრეტულად მისთვის საჭირო სარგებელს. ვარჯიშის დროს  შესრულების ხარისხს, მოვარჯიშეს შესაძლებლობებს და ტექნიკურ სიზუსტეს ექცევა ყურადღება და არა რაოდენობას.

პილატესის სისტემატიური ვარჯიშით თქვენ გააქრობთ ან საგრძნობლად შეამცირებთ წელის, კისრისა და თავის ტკივილებს, გაიუმჯობესებთ სახსრებს მდგომარეობას და ზოგადად თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს, თავიდან აიცილებთ, (შეანელებთ) ასაკიდან გამომდინარე არასასურველ პროცესებს.

საქართველოში აშშ-სა და ევროპასგან განსხვავებით პილატეს უფრო მოკლე ისტორია აქვს,  თუმცა აქაც უკვე არსებობენ საერთაშორისო სკოლები, არიან ამ მიმართულების ძალინ კარგი, გამოცდილი სპეციალისტები რომლებიც გააუმჯობესებენ თქვენს  ფიზიკური თუ მენტალურ ჯანმრთელობას.

ამ ტიპის ვარჯიშები მოიცავს კონკრეტულ მოძრაობებს, რომლებიც კეთდება პილატესის მატზე. ეს ვარჯიშები ეხმარება სხეულის ცენტრის გაწვდვას და პოზიციის გაუმჯობესებას.

როგორ მუშაობს პილატესი: პრინციპები, ტიპები და სარგებელი | sheniekimi.ge | შენი ექიმი
როგორ მუშაობს პილატესი პრინციპები ტიპები და სარგებელი | sheniekimige

პილატესი ხელს უწყობს კუნთების გაწვდვას და მოქნილობის გაუმჯობესებას.

წყარო: მაია ილურიძე-პრატი

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights