კვირა, დეკემბერი 8, 2024
მთავარიშენი ექიმიგიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს - “მაიმუნის ყვავილის” ახალი შტამი საქართველოში

გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს – “მაიმუნის ყვავილის” ახალი შტამი საქართველოში

კონგოში ”მაიმუნის ყვავილის” ახალი, უპრეცედენტო შტამის აფეთქებაა და საქართველოში, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს გამოვლინდება – აღნიშნულის შესახებ პროფესორმა გიორგი გხაკაძემ facebook ლაივში ისაუბრა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მაიმუნის ყვავილის უფრო საშიში შტამი აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდება

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი არაეფექტურია, რადგან სახელმწიფოს ამ საკითხზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია და შესაბამისი სიფრთხილის ზომები არ მიუღია.

გთავაზობთ გიორგი ფხაკაძის კომენტარს აღნიშნულ საკითხზე:

“საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აფრიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრში, სადაც დაადგინეს, რომ კონგოში გავრცელდა ახალი დაავადება “ემოქსი”. შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ეს ინფორმაცია გადასცა სხვადასხვა ქვეყანას.

სამწუხაროდ, ეს ახალი ვირუსი უკვე გავრცელდა კენიაში, ირლანდაში და სხვა ქვეყნებშიც. ეს შტამი ძველი შტამებისგან განსხვავებით, არის უფრო მარტივად გადამდები და, შეიძლება, სასიკვდილოც კი გახდეს.

ზოგადად, მაიმუნის ყვავილი არ არის სასიკვდილო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ 2002 წელს, აფეთქების დროს, ამ დაავადების გავრცელების შედეგად 500 ადამიანი გარდაიცვალა. ვინაიდან ეს ვირუსი ვრცელდება კანიდან კანზე შეხებით, ანუ ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

პირველი აფეთქება ლტოლვილთა ბანაკებში გავრცელდა ძალიან სწრაფად, ცეცხლის ალივით აფეთქდა. ჩვენ 2022 წელს დავინახეთ, რომ ის დაავადება, რომელიც იყო არც თუ ისე საშიში და რთული, აქვს უფრო დიდი პოტენციალი, რომ უფრო სწრაფად გავრცელდეს ადამიანებში. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური საბჭო შეიკრიბა და ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. სამწუხაროდ, საქმე იმ ზომამდე მიდის, რომ ეს დაავადება გასცდა ერთი ქვეყნის ან რეგიონის პრობლემას, ანუ, ეს უკვე არის მსოფლიო პრობლემა და საყურადღებოა.”

გიორგი ფხაკაძემ აღნიშნული დაავადების საქართველოში გავრცელების შესაძლებლობაზეც ისაუბრა:

”რაც შეეხება საქართველოს, ჯერ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, ვინაიდან საქართველო ტურისტულად ძალიან აქტიური ქვეყანაა, რომელსაც მილიონამდე სტუმარი სტუმრობს, ჩვენც ვერ ავცდებით გლობალურ აფეთქებას და, სავარაუდოდ, ჩვენც გვექნება შეხება ამ ვირუსთან.

იმ მოძრაობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია, ეს დაავადება აგვისტოს ბოლოსაკენ გამოჩნდება და ამისათვის შესაბამისი მზადებაა საჭირო. პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამ ვირუსის სიმძიმე, რომ იშვიათი დაავადებაა და დაინფიცირებული ადამიანი იმ წუთასვე იზოლირებული უნდა იყოს. ხელის ჩამორთმევით, კოცნით და კანის კანზე შეხებით ეს ვირუსი სწრაფად ვრცელდება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მოსახლეობა გააფრთხილოს ახალი მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და მოხდეს მობილიზაცია როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე დაიწყოს საინფორმაციო კამპანია, ამას  არ აკეთებს, მაგრამ ჩემ მიერ შექმნილი მედიაჰოლდინგი “შენი” ზუსტად ფარავს იმ ნაკლს, რომელიც დაავადებათა კონტროლის სამსახურს აქვს.

იმ საქმიანობას, რომელსაც ვერ აკეთებს საქართველის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ავსებს მედიაჰოლდინგი “შენი” -“შენიექიმის” მეშვეობით. თუ რამე სიახლე იქნება, ჩვენი მედიაჰოლდინგის საშუალებით პირდაპირ ეთერში საქართველოს მოქალაქეები, ასევე ემიგრანტებიც გაიგებენ, რა ხდება მსოფლიოს გარშემო. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართულენოვანმა საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია ამ ახალი დაავადების შესახებ.”

გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ წინა შტამი სასიკვდილო არ იყო, მაგრამ ახალი ვარიანტი, რომელიც გაჩნდა კონგოში, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. სწორედ ამიტომ არის საყურადღებო და საგანგაშო.

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის და აცხადებს, რომ ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური ამ ვირუსის წინააღმდეგ.

მაიმუნის ყვავილი” შეიძლება წავიდეს, როგორც ჩვეულებრივი, ან ა-ტიპიური გრიპი, შესაძლოა, გარკვეული გამონაყარიც ჰქონდეს, ყველაფერი ინდივიდუალურია.

მაიმუნის ყვავილის (mpox) უპრეცედენტო აფეთქება, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს.

ორმოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ყვავილმა ხალხში ცირკულირება შეწყვიტა, მაგრამ ეს დაავადება დღემდე მიიჩნევა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მკვლელად, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში იმაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე სხვა რომელიმე ინფექციურმა დაავადებამ, თუნდაც შავმა ჭირმა ან ქოლერამ.

მაიმუნის ყვავილს იწვევს მაიმუნის ყვავილის ვირუსი — იმავე ოჯახის წარმომადგენელი, რომლისაც არის ყვავილი. თუმცა, ის გაცილებით ნაკლებად მწვავეა და ექსპერტთა განცხადებით, ინფექციის შანსებიც დაბალია.

ძირითადად ცირკულირებს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიყრუებულ ნაწილებში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს.

არსებობს ვირუსის ორი ძირითადი შტამი — დასავლეთაფრიკული და ცენტრალურაფრიკული.

საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.

შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე.

გამოყრილი მუწუკები სითხით არის სავსე და ხშირად წითელი წრეები აკრავს. ბოლოს ისინი ფუფხად გარდაიქმნება და ორ-სამ კვირაში თავისით ცვივა. კანზე შეიძლება დატოვოს ნაწიბურები.

„მკურნალობა ძირითადად მხარდაჭერითია, რადგან არ არსებობს კონკრეტული წამალი. თუმცა, არის ვაქცინა, რომელიც დაავადების განვითარების პრევენციას ახდენს“, — ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესორი ჯიმი ვითვორთი.

მაიმუნის ყვავილი – ვირუსული ინფექცია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა უფრო საშიში შტამით. ახალი კვლევების და მონაცემების მიხედვით, ახალ შტამს უფრო სერიოზული შედეგები მოაქვს.

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

დაიცავით სისუფთავე და პირადი ჰიგიენა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც შტამი გავრცელებულია.

2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა ახალი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც შესუსტებულ ყვავილვაქცინის ვირუსს ეფუძნება. ის ორდოზიანი ვაქცინაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია.

გაიარეთ ვაქცინაცია და მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ, რომლებიც შეიძლება იყოს ეფექტური ამ ახალ შტამზე.

 

იხილეთ აღნიშნულ საკითხზე ჯანმო-ს განცხადება

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

7 დეკემბერი 2024
სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

დეკემბერი 7, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 7, 2024
საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დეკემბერი 7, 2024
ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

7 დეკემბერი 2024
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

დეკემბერი 7, 2024
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

დეკემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights