კვირა, დეკემბერი 8, 2024
მთავარიშენი ექიმიალცჰაიმერი შუახნის ასაკის პათოლოგია, რომელიც იწყება ნეგატიური ნეგატიური ცვლილებებით თავის ტვინში

ალცჰაიმერი შუახნის ასაკის პათოლოგია, რომელიც იწყება ნეგატიური ნეგატიური ცვლილებებით თავის ტვინში

ბოლო პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით, ნეირომეცნიერები ამბობენ, რომ ალცჰაიმერის დაავადება ხანდაზმულ ასაკთან დაკავშირებული დაავადება კი არ არის, ეს არის შუახნის ასაკის პათოლოგია, რომელიც იწყება ნეგატიური ცვლილებებით თავის ტვინში წლებით ან ათწლეულებით ადრე, სანამ სიბერეში სიმპტომები გამოვლინდება.

შუახნის ასაკის ქალის მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებების გავლენა ტვინის დაბერებაზე და დემენციის რისკზე, მიმდინარე კვლევების მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს.
არსებული მტკიცებულებებით, მენოპაუზის გარდამავალი პერიოდი, მასთან ასოცირებული ჰორმონალური რყევებით, დაკავშირებულია ტვინის სტრუქტურის, კავშირების და კოგნიტური ფუნქციის ცვლილებებთან, რაც ზრდის დემენციის რისკს. ადრეული მენოპაუზა (40-45 წლამდე)კი, ასოცირდება ალცჰაიმერის განვითარების უფრო მეტად მომატებულ რისკთან.
ითვლება, რომ ჰორმონ ესტროგენს ტვინზე ნეიროპროტექტორული ეფექტი აქვს.
კვლევები აჩვენებს, რომ მენოპაუზის დროს ესტროგენის დონის დაქვეითება უწყობს ხელს ქალებში ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.
ამ ჰორმონალური ზემოქმედების გამო ქალის ტვინი მამაკაცის ტვინთან შედარებით მეტად ბერდება. მენოპაუზა წარმოადგენს კრიტიკულ პერიოდს, როდესაც ალცჰაიმერის დაავადების განვითარება შეიძლება მკვეთრად დაჩქარდეს.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ რისკის შესამცირებლად?
კვლევები აჩვენებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება (დიეტა, ვარჯიში, კოგნიტური სტიმულაცია) მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში და მის შემდეგ, ეხმარება კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებას და დემენციის რისკის შემცირებას.
მნიშვნელოვანია, ასევე, ჯანსაღი მეტაბოლური პროფილის შენარჩუნება მენოპაუზის გარდამავალ პერიოდში. ინსულინრეზისტენტობის, პრედიაბეტის და დიაბეტის მქონე ქალებში უფრო მაღალია დემენციის განვითარების რისკი, ვიდრე მეტაბოლურად ჯანმრთელებში.
ახალი მონაცემები განსაკუთრებით უსვავს ხაზს მენოპაუზის დროს ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის როლს დემენციის და სხვა პათოლოგიების პრევენციისთვის.
მნიშვნელოვანია სწორ დროს და სწორი სახის ჰორმონებით მოხდეს ჩანაცვლების თერაპიის დაწყება.
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დასაწყებად ასაკობრივი ჩარჩო 45-55 წელი ან მენოპაუზის დაწყებიდან მომდევნო 10 წელია რეკომენდებული. დადასტურებულია, რომ ამ პერიოდში თერაპიის დაწყება მაქსიმალურად ზრდის პოტენციურ სარგებელს, ხოლო მინიმუმამდე ამცირებს გვერდით ეფექტებს და რისკებს.
მენოპაუზის ასაკთან ახლოს ჰორმონული თერაპიის დაწყება ხელს უწყობს ალცჰაიმერის რისკის კომპენსაციას, ის დემენციის რისკს 23-32%-ით ამცირებს; მაშინ, როცა მენოპაუზის შემდეგ ჩანაცვლების თერაპიის დაწყება აძლიერებს ამ რისკს. კვლევები აჩვენებს, რომ 65 წლის შემდეგ ან მენოპაუზიდან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიის დაწყება ასოცირდება დემენციის 21%-იდან 74%-ამდე გაზრდილ რისკთან.
ალცჰაიმერის დაავადება რთული, მულტიფაქტორული პათოლოგიაა და მენოპაუზა მხოლოდ ერთია მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორიდან ქალებში.
სხვა ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, გენეტიკა, ცხოვრების წესი, გარემო ფაქტორები და საერთო ჯანმრთელობა, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში.“
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
Neuroscientists have recently revealed that Alzheimer’s disease is not solely a condition of old age but rather a middle-aged disease, with symptoms manifesting in later years following early brain changes. Research has highlighted the impact of hormonal fluctuations during menopause on brain aging and dementia risk in middle-aged women.
The transition through menopause introduces structural, connectivity, and cognitive alterations in the brain, potentially increasing the susceptibility to dementia. Specifically, early menopause before ages 40-45 has been associated with a heightened risk of developing Alzheimer’s, attributed to the decline in estrogen levels, which are believed to have a neuroprotective effect.
Studies have shown that a decrease in estrogen during menopause contributes to the progression of Alzheimer’s in women; hence, the female brain is thought to age more rapidly than the male brain during this period, making menopause a critical phase for the potential acceleration of Alzheimer’s disease.
Efforts are underway to explore lifestyle modifications, hormone therapy, and other interventions during menopause as potential strategies to mitigate the increased risk of Alzheimer’s in women. Sustaining a healthy lifestyle encompassing diet, exercise, and cognitive engagement during and after menopause is crucial for maintaining cognitive function and reducing dementia risk.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

7 დეკემბერი 2024
სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

დეკემბერი 7, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 7, 2024
საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დეკემბერი 7, 2024
ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

7 დეკემბერი 2024
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

დეკემბერი 7, 2024
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

დეკემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights