კენჭის დაშლა ოპერაციის გარეშე, უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით,
ავტომატური დამიზნებით შარდ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობის თანამედროვე ეფექტური მეთოდია.
„პაციენტი სპეციალურ ნანომემბრანაზე წვება, რომელიც ტალღას დანაკარგის გარეშე ატარებს, ამასთანავე, ძველი ლითოტრიფსიისგან განსხვავებით აპარატი 225 კილოგრამზეა გათვლილი და პაციენტის წონა დაბრკოლება აღარ არის” – აღნიშნავს საქართველოსა და ევროპის უროლოგთა ასოციაციის, ონკოუროლოგიის ასოციაციის წევრი, ნიკა გაგოშიძე.
MODULITH SLX-F2 კენჭის დამშლელი აპარატის დარტყმითი ტალღები სხეულში ღრმად შეღწევის უნარით გამოირჩევა. თუ სხვა მოდელის აპარატებს 13 სმ-ზე ღრმად არ შეუძლიათ ტალღების „გაშვება“, STORZ MEDICAL-ის ცილინდრული წყაროს ტალღები 18 სმ-ის სიღრმეზე ვრცელდება. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია დიდი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მქონე პაციენტებისათვის.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. კენჭის დაშლა ოპერაციის გარეშე, უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 31]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/06/18/%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92/
sheniekimi.ge
