„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.
კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის 200-მდე ექიმი მონაწილეობდა. საპატიო თავმჯდომარე მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე იყო.
Sheni Network
ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. „მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა“ [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 20]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/06/17/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9b/
sheniekimi.ge
