ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
მთავარიინტერვიუსაქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ - პროფესორ გიორგი ფხაკაძის...

საქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ – პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით, ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კერძოდ, სენეგალში იმყოფება. პროფესორ ფხაკაძეს სენეგალის დედაქალაქ დაკარში დავუკავშირდით და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

საქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ – პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

“ამჟამად ვიმყოფები სენეგალის დედაქალაქ დაკარში. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ეგიდით მაქვს საშუალება, მონაწილეობა მივიღო და გავუზიარო ინფორმაცია სენეგალის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროებს იმ საკითხების შესახებ, რომელიც ეხება ექიმების გადამზადებას, მათი კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას, კერძოდ ჯანმრთელობის და მიგრაციის საკითხებზე.

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მედიაჰოლდინგს „შენი“, რომელიც არის პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგი საქართველოში, აქვს თანამშრომლობის პერსპექტივა – დაიწყოს თანამშრომლობა სენეგალის ჯანდაცვის პირველ მედიაჰოლდინგთან.

საქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ – პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, გავცვალოთ ინფორმაცია და გამოვაქვეყნოთ სენეგალსა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში არსებული სიახლეები. ისინი კი დაინტერესდებიან იმ საკითხებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხდება.

ძალიან საინტერესოა, აფრიკისა და საქართველოს თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  რა ნიშნებით ვლინდება ინფარქტი და რამ შეიძლება გამოიწვიოს ახალგაზრდებში ეს დაავადება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights