ორშაბათი, ივნისი 17, 2024
მთავარიშენი ექიმიროგორ გავუმკლავდეთ უმადობას ქიმიოთერაპიის დროს...

როგორ გავუმკლავდეთ უმადობას ქიმიოთერაპიის დროს…

ქიმიოთერაპიამ შესაძლოა შეცვალოს თქვენი მადა. ამის მიზეზი, ძირითადად, თერაპიის ისეთი გვერდითი მოვლენებია, როგორიცაა: გულისრევა, პირის ღრუს პრობლემები (როცა ჭამა მტკივნეულია) ან გემოს შეგრძნების დაკარგვა. უმადობა შესაძლოა დაღლილობის შეგრძნებამაც გამოიწვიოს. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან კვირა, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე თვეც.

მიუხედავად უმადობისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სრულფასოვნად იკვებოთ და მიიღოთ საჭირო კალორიები, ცილები და ვიტამინები. კარგი კვება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დაავადებას და ქიმიოთერაპიის სხვა გვერდით მოვლენებს. ცუდი კვება კი წონის კლებას, სისუსტეს და დაღლილობას გამოიწვევს.

როგორ გავუმკლავდეთ

იკვებეთ დღეში 5-6-ჯერ: ბევრი ადამიანისთვის უფრო მარტივია დღეში 5-6-ჯერ მცირე ულუფების მიღება, ვიდრე დღეში 3-ჯერ კვება.

მიირთვით ცილებითა და კალორიებით მდიდარი საკვები: ძროხის და ქათმის ხორცი, კვერცხი, ბარდა და ლობიო, ნაყინი,  რძე და რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, არაჟანი, კარაქი, ნაყინი, იოგურტი, მაწონი, ნადუღი.

დააწესეთ კვების განრიგი: შეადგინეთ საათობრივი განრიგი და მიიღეთ საკვები ან წაიხემსეთ გაწერილ დროს და არა მაშინ, როცა მოგშივდებათ. შესაძლოა არ მოგშივდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ჭამოთ.

თუ გიჭირთ მყარი საკვების მიღება, მიიღეთ თხევადი საკვები: კრემ-სუპები, რძე, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, რძის კოქტეილები, ხილისა და ბოსტნეულის პიურეები, იოგურტები და სხვა. ასევე, არსებობს საკვების სპეციალური თხევადი შემცვლელები, რომელიც აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ.

გამოიყენეთ პლასტმასის დანა-ჩანგალი: ზოგიერთი პრეპარატი პირში რკინის გემოს ტოვებს, რის გამოც რკინის დანა-ჩანგლით კვება არასასიამოვნოა. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის ან ხის დანა-ჩანგალი და კოვზი. ასევე, უმჯობესია საჭმელი მინის ან  კერამიკულ ქვაბში მოამზადოთ.

იყავით აქტიური: ხანმოკლე გასეირნება სადილამდე ან ვახშმამდე დადებითად იმოქმედებს თქვენს მადაზე.

ცვალეთ კვების პროცესის გარემო: არ ჭამოთ სულ ერთსა და იმავე ადგილას.  მიირთვით ოჯახის წევრებთან ერთად, თუ მარტო ხართ, შეიძლება დაგეხმაროთ ტელევიზორის ან ფილმის ყურება.

ჭამეთ მეტი, როდესაც გშიათ: ისარგებლეთ იმ მომენტებით, როდესაც თავს უკეთ გრძნობთ, რომმეტი საკვები მიირთვათ. ბევრ ადამიანს უკეთესი მადა აქვს დილით, როდესაც ორგანიზმი დასვენებულია.

შეზღუდეთ სითხის მიღება კვების დროს: სითხეებმა, შეიძლება, სწრაფად დაგანაყროთ და ვეღარ შეძლოთ უფრო კალორიული საკვების მიღება. უმჯობესია სითხის დალევა ჭამამდე ნახევარისაათით ადრე ან მის შემდეგ.

კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

მიირთვით ცივი საკვები. ცივი ან ოთახის ტემპერატურის საკვები შეიძლება იყოს უფრომიმზიდველი – ცივი სენდვიჩები, მაკარონის, ტუნას, ქათმის, კვერცხისა და ლორის სალათები კარგი არჩევანია.

ივარჯიშეთ. რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ მადის გაუმჯობესებაში. ჰკითხეთ ექიმს, არის თუარა ვარჯიში თქვენთვის უსაფრთხო.

თავად მოამზადეთ სმუზი. შეურიეთ ხილი და ბოსტნეული იოგურტს, ნაყინს ან რძეს, შეარჩიეთთქვენთვის ყველაზე სასურველი ინგრედიენტები.

კალორიების გაზრდა

ავადმყოფობის და მკურნალობის დროს კალორიები და პროტეინი ჩვეულებრივზე მეტირაოდენობითაა საჭირო.  ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენს მიერმოხმარებული კალორიების რაოდენობა:

  • მზა საჭმელს დაუმატეთ კარაქი ან ზეთი:  კარტოფილს, პურს, ტოსტს, ცხელ ბურღულეულს, ბრინჯს, ბოსტნეულს და სუპებს.
  • წაუსვით და მიირთვით არაქისის ან სხვა თხილის კარაქი, რომელიც შეიცავს ცილებს და ჯანსაღცხიმებს, ტოსტზე, პურზე, ვაშლის ან ბანანის ნაჭრებზე.
  • სენდვიჩის დასამზადებლად გამოიყენეთ კრუასანი ან ორცხობილა.
  • სალათებსა და სენდვიჩებს დაამატეთ დაჭრილი ავოკადო ან გუაკამოლე.
  • საკვებს დაამატეთ მზესუმზირასი და გოგრის თესლი.
  • მიირთვით ტორტი, ნამცხვარი, ჟელე ან პუდინგი ნაყინით ან ნაღებით.
  • დალიეთ მაღალკალორიული სასმელები, როგორიცაა ხილის წვენი, ლიმონათი, ხილისარომატიზებული სასმელები, კაკაო, რძის კოქტეილი ან სმუზი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რჩევის მიხედვით თქვენს რაციონში მეტი ცხიმი და შაქარია, ამან არ უნდა შეგაშფოთოთ, რადგან თქვენ  კალორიებს ამატებთ, ვიდრე მადა არ დაგიბრუნდებათ. თუ გაქვთ კითხვები კვების რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, ან გაქვთ თანმხლებიდაავადებები, რომლის დროსაც საჭიროებთ კვების მკაცრი რეჟიმის დაცვას, მაგ: დიაბეტი,მიმართეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს ან დიეტოლოგს.

მეტი ცილა

ცილა მნიშვნელოვანია თქვენი სხეულის ჯანმრთელობისა და აღდგენისთვის. გთავაზობთრამდენიმე რჩევას მეტი ცილის მისაღებად:

  • დაუმატეთ ხორცი, თევზი, ყველი ან ლობიო კერძებსა და სუპებს.
  • მიირთვით   ხორციანი სალათები.
  • მიირთვით ცილის მზა დანამატი.

თუ მკურნალობის დროს აღარ გსურთ, მიირთვათ წითელი ხორცი – საქონლის, ღორის ან ცხვრის, სცადეთ ის საკვები, რომელიც, ასევე, ცილის კარგი წყაროა: ყველი, ხაჭო, ლობიო, ოსპი, კვერცხი, თევზი, ფრინველის ხორცი, თხილი და თხილის კარაქი, მიწისთხილის კარაქი, რძე, რძიანიკოქტეილი, იოგურტი, კინოა.

სითხეები

  • დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი სითხე დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმმა დაგინიშნათ სითხის მიღების შეზღუდვა.
  • მიირთვით კალორიული სასმელები. თუ სასმელი თქვენთვის ძალიან ტკბილია, სცადეთარომატიზებული წყალი ან წყლით გაზავებული ხილის წვენი.

გახსოვდეთ, ყველა და ყველაფერი  ინდივიდუალურია, შესაძლოა, თქვენ საერთოდ არ გქონდეთ უმადობა, ან კვებასთან დაკავშირებით გამოგივლინდეთ სულ რამდენიმე ჩივილი. ყველა ინდივიდი ერთსა და იმავე მკურნალობაზეც კი განსხვავებულად რეაგირებს. ამიტომ აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს ამ საკითხზე. თუ უმადობა ძალიან შემაწუხებელი იქნება თქვენთვის, კლინიკური ონკოლოგი იზრუნებს, რომ კონსილიუმის გუნდში შესაბამისი სპეციალისტები ჩაერთონ, რათა პრობლემა მაქსიმალურად შემსუბუქდეს.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით „კონსილიუმ მედულას“ მიერ მომზადებულ ქიმიოთერაპიის გზამკვლევს.

წყარო:

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
მსგავსი სიახლეები
12 საუკეთესო კუნძული ევროპაში

12 საუკეთესო კუნძული ევროპაში

17 June, 2024
რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

14 June, 2024
6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

13 June, 2024
“ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა

“ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა

17 ივნისი 2024
რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს

17 ივნისი 2024
“ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო….” – როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!

“ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო….” – როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!

17 ივნისი 2024
შპალერი თუ საღებავი – რომელია უმჯობესი და რატომ

შპალერი თუ საღებავი – რომელია უმჯობესი და რატომ

ივნისი 17, 2024
პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

ივნისი 17, 2024
როგორ გავახალისოთ ჩვენი სამზარეულო საზაფხულოდ

როგორ გავახალისოთ ჩვენი სამზარეულო საზაფხულოდ

ივნისი 17, 2024
„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

ივნისი 17, 2024
მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

ივნისი 17, 2024
დუხობორების სოფელი გორელოვკა – სულისთვის მებრძოლი ადამიანები

დუხობორების სოფელი გორელოვკა – სულისთვის მებრძოლი ადამიანები

ივნისი 17, 2024
“ბავშვმა არდადეგებზე კარგად უნდა დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო პროცესი გავხადოთ და არ დავარქვათ მეცადინეობა”

“ბავშვმა არდადეგებზე კარგად უნდა დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო პროცესი გავხადოთ და არ დავარქვათ მეცადინეობა”

17 ივნისი 2024
„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე

სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ

სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ

17 ივნისი 2024
ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში

ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში

ივნისი 17, 2024
იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა

იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა

ივნისი 17, 2024
„რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში“

„რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში“

ივნისი 17, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული 

საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული 

ივნისი 17, 2024
ბალი უფრო სასარგებლოა თუ ალუბალი

ბალი უფრო სასარგებლოა თუ ალუბალი

ივნისი 17, 2024
რა არ უნდა მივირთვათ ვახშმად

რა არ უნდა მივირთვათ ვახშმად

ივნისი 17, 2024
ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

ივნისი 17, 2024
რჩევები რომელიც ზაფხულში გამოგადგებათ

რჩევები რომელიც ზაფხულში გამოგადგებათ

ივნისი 17, 2024
როგორ შევარჩიოთ თვალის ჩრდილი თვალის ფერის მიხედვით

როგორ შევარჩიოთ თვალის ჩრდილი თვალის ფერის მიხედვით

ივნისი 17, 2024
რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

17 ივნისი 2024
10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან

10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან

17 ივნისი 2024
მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

17 ივნისი 2024
ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

ივნისი 17, 2024
ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან რკინაბეტონის კედელი მოეწყობა

ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან რკინაბეტონის კედელი მოეწყობა

ივნისი 17, 2024
თბილისის  მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს

თბილისის მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს

ივნისი 17, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights