პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

კვლევა – თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაყვანილ თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ებრძვის.

იაპონიის აერონავტიკის საძიებო სააგენტოს (Jaxa) და ტოჰოკუს უნივერსიტეტის ერთობლივმა კვლევით დადგინდა, რომ კოსმოსში ყოფნისას თაგვებმა განიცადეს ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერის მსგავსი, მაგრამ უფრო სწრაფად პროგრესირებადია. ცილა, რომელმაც ტრანსფორმაციის პროცესი შეანელა, Nrf2-ია.

კვლევის ფარგლებში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 თაგვი წაიყვანეს, სადაც მათ 31 დღე გაატარეს.

მათ შორის რადიაციის დამატებითი დასხივებით, კოსმოსური ფრენა იწვევს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას, დაბერების პროცესის მსგავსს, როგორიცაა ძვლის სიმკვრივის დაკარგვა. კვლევისთვის, 6 თაგვს გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით Nrf2 „მოაშორეს“, დანარჩენ 6-ს კი – არა.

თაგვებს, რომლებსაც Nrf2 ცილა არ ჰქონდათ სისხლში დაბერების მსგავსი ცვლილებები სწრაფად განუვითარდათ, იმათმა კი, რომლებსაც Nrf2 ჰქონდათ, უფრო სუსტი ტრანსფორმაცია განიცადეს.

მკვლევარები თვლიან, რომ Nrf2 შეიძლება დედამიწაზე დაბერების პროცესის შენელებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, ეს აღმოჩენა მათ დაბერების პროცესთან ბრძოლასა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი და დიაბეტი, სამკურნალო მედიკამენტების შექმნაში დაეხმაროთ.

წყარო : japantimes.co.jp

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  რეალურად კი ეს არის ესპანური ფარმაცევტული კომპანიის პროდუქცია - „ფრანგული ბრენდი“ საქართველოში? — Forté Pharma სინამდვილეში ესპანურ კომპანიას ეკუთვნის…
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights