2024 წლის 16 მაისს კლინიკა „კონსილიუმ მედულასთან“ არსებული პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
მრჩეველთა საბჭოს შექმნა “კონსილიუმ მედულას“ სტრატეგიული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, გახადოს კლინიკა მეტად ორიენტირებული პაციენტსა და მისი ოჯახის წევრებზე, ხელი შეუწყოს პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის სხვა მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან კლინიკის ყოფილი და ამჟამინდელი პაციენტები, კლინიკის ადმინისტრაციის, რეგისტრატურის, ხარისხისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები.
მრჩეველთა საბჭოს ამოცანად განისაზღვრა: კლინიკის მენეჯმენტს მიაწოდოს პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების შეხედულებები კლინიკაში პროცესების გაუმჯობესების შესახებ, ხელი შეუწყოს პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და კლინიკას შორის ეფექტიან თანამშრომლობას.
მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ საბჭოს გაუზიარებენ პირად გამოცდილებას და ხედვას სამედიცინო სერვისებთან, პოლიტიკებთან და პრაქტიკასთან დაკავშირებით, მიიღებენ მონაწილეობას ახალი პროგრამებისა და პროცესების შესახებ დისკუსიებში.
მასალის გამოყენების პირობები