ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიშენი ექიმითავის ტვინი და ვარჯიში - გამოიყოფა ნორეპინეფრინი, რაც აუმჯობესებს ყურადღებას, აღქმას და...

თავის ტვინი და ვარჯიში – გამოიყოფა ნორეპინეფრინი, რაც აუმჯობესებს ყურადღებას, აღქმას და მოტივაციას. გამოიყოფა სეროტონინი, რითაც უმჯობესდება განწყობა

თავის ტვინი და ვარჯიში
“როცა ვარჯიშობთ:
გამოიყოფა ნორეპინეფრინი, რაც აუმჯობესებს ყურადღებას, აღქმას და მოტივაციას.
გამოიყოფა სეროტონინი, რითაც უმჯობესდება განწყობა.
გამოიყოფა თავის ტვინის ნეიროტროპული ფაქტორი (BDNF), რომელიც დაზიანებისგან იცავს და აღადგენს ნეირონებს.
ჰორმონები გაძლიერებულად მუშაობენ თავის ტვინის ნეიროტროპულ ფაქტორთან, BDNF -თან ერთად, ტვინის უჯრედებს შორის კავშირების გასაზრდელად, რაც არეგულირებს განწყობას და უზრუნველყოფს გონებრივ სიცხადეს.
რეგულარული ვარჯიშით იზრდება თავის ტვინის ერთ-ერთი უბნის, ჰიპოკამპის ზომა, რომელიც დაკავშირებულია დასწავლის უნართან და მეხსიერებასთან.
გამოიყოფა ენდორფინები და ენკეფალინები, რაც ამცირებს ტკივილის შეგრძნებას.
იზრდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა, შესაბამისად, უმჯობესდება ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიწოდება და ნარჩენი პროდუქტების მოცილება.
გამოიყოფა დოპამინი, რაც აუმჯობესებს მოტივაციას, ფოკუსირების და დასწავლის უნარს“ -წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights