ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
მთავარიბლოგიროდის არის ინფორმირებული თანხმობა ნამდვილი მედიცინაში – თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო...

როდის არის ინფორმირებული თანხმობა ნამდვილი მედიცინაში – თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

《შენი უფლებების》ფარგლებში გთავაზობთ ნინო ლიპარტიას სტატიას, რომელიც გახლავთ ადვოკატი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” თავმჯდომარე.

წინა სტატიაში ნინო ლიპარტია განმარტავდა, რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში.
ახლა კი განგიმარტავთ იმას, თუ როდის არის ინფორმირებული თანხმობა ნამდვილი:

“პაციენტის თანხმობა უნდა იყოს თავისუფალი, ინფორმირებული და გაცხადებული პასუხისმგებელი მედიკოსის მიერ პაციენტისათვის მიწოდებული დაგეგმილი ჩარევის ან მისი ალტერნატივის ხასიათისა და პოტენციური შედეგების შესახებ ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე.

1997 წელს მიღებულ იქნა ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ ევროპული კონვენცია. ის არის პირველი სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მთელი რიგი პრინციპებითა და აკრძალვებით, ბიოლოგიური და სამედიცინო მიღწევების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.

ამ კონვენციის მეხუთე მუხლის მიხედვით:

„ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. პირს წინასწარ უნდა მიეცეს შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, აგრეთვე შედეგებისა და საფრთხის შესახებ.

კონვენციის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი აღნიშნავს ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც პაციენტისათვის უნდა იქნას მიწოდებული, თუმცა ის არ არის ამომწურავი. ეს ინფორმაცია უნდა შეიცავდეს ინტერვენციის მიზანს, ხასიათს, შედეგებსა და რისკებს, ინფორმაციას ჩარევის ან სხვა შეთავაზებული ალტერნატიული კურსის რისკების შესახებ.

ინფორმაცია უნდა შეიცავდეს არა მხოლოდ ზოგადი ხასიათის რისკებს, არამედ თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ მახასიათებლებთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს, როგორებიცაა ასაკი ან რაიმე პათოლოგია. პაციენტთა მიერ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დასმულ შეკითხვებზე სათანადო პასუხი უნდა იქნას გაცემული.

ინფორმაციული თანხმობის დოქტრინა ხაზს უსვამს შემდეგ მნიშვნელოვან კომპონენტებს: ინფორმაციის მიწოდება, გაგება, ნებაყოფლობითობა, კომპეტენცია და შეთანხმება შემოთავაზებული პროცედურის ან ჩარევის შესახებ.

თანხმობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნამდვილად, თუ:

ა) ის გაცხადებულია თავისუფალი ნების გამოვლინებით. მას უნდა მიეცეს საკმარისი დრო გადაწყვეტილების მიღებისათვის და გამოირიცხოს სხვა პირთა (მათ შორის ოჯახის წევრთა) ზეწოლა;

  Public health expert Dr Pkhakadze: A refusal to prepare is a crime

ბ) ექიმის მიერ უნდა მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია არსებითი რისკების შესახებ;

გ) შეთავაზებული პროცედურა უნდა იყოს ზუსტად განსაზღვრული. მითითება „ნებისმიერი სხვა პროცედურა, რომელიც შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს“ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ გაუთვალისწინებელი და გადაუდებელი შემთხვევისათვის. ამასთან, ამ ფრაზის გამოყენების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს შენიშვნა მასში განხილული საკითხების შესახებ;

დ) თანხმობა უნდა ეკუთვნოდეს უფლებამოსილ პირს, როგორც წესი, ეს უნდა იყოს პაციენტი, სანამ თავად იგი არ მიუთითებს უფლებამოსილების ნაკლზე;

ე) იგი უნდა მოიცავდეს გარკვეულ შეფასებას ან მითითებას, რომ პაციენტს აქვს გააზრებული შემოთავაზებული პროცედურის ან მკურნალობის შესახებ.

გამოხატული თანხმობა შეიძლება გაცხადებულ იქნეს ვერბალურად ან წერილობით. ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენცია არ ითვალისწინებს თანხმობის სავალდებულო ფორმას.

ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ჩარევის ხასიათზე. ამასთან, ერთ თანხმობაში არ შეიძლება იყოს გათვალისწინებული რამდენიმე სამედიცინო ჩარევის შესახებ. ნებისმიერი ფორმის თანხმობისას აუცილებელია ჩანდეს, რომ პაციენტი დაეთანხმა კონკრეტულ ჩარევას.

აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ ადამიანი იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, ფლობდა შესაბამის ცოდნას და გაიაზრა შემოთავაზებული სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობის შესახებ.

პაციენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ცხადი და პაციენტისათვის გასაგებ ენაზე გადმოცემული. პაციენტმა უნდა შეძლოს ტერმინებით მიწოდებული ინფორმაციის გაგება, სასარგებლო და საჭირო ინფორმაციის გააზრება, რათა შეაფასოს ჩარევის შემდგომი შედეგისა და სასარგებლო თვისებების უპირატესობა თანმდევ რისკებთან, უსიამოვნებასთან ან ტკივილთან.

აუცილებელია, პაციენტმა სრულად უნდა გაიგოს შეთავაზებული პროცედურის ხასიათი, შესაბამისად, მხოლოდ ექიმს აქვს უფლებამოსილება და კომპეტენცია, სწორად მიაწოდოს ინფორმაცია და უპასუხოს პაციენტის კითხვებს. ინფორმაციის სრულად და გასაგებ ენაზე მიწოდების შემდგომ პაციენტზე გადადის მიღებული გადაწყვეტილების რისკი, მათ შორის უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში.

ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 72 წლის ჯანმრთელი პირის განგრენის გამო ქვედა კიდურის ამპუტაციაზე უარი ჩაითვალა ნამდვილად.

კლინიკა მიიჩნევდა, რომ პაციენტის უარი აუცილებელ ამპუტაციაზე იყო „ნორმალური ქცევიდან გადახვეული.“ სასამართლომ განმარტა, რომ შეიძლება, პაციენტის გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნეს არაგონივრულად, თუმცა ამ პაციენტისათვის აგრესიული ქირურგიული ჩარევა იყო მიუღებელი.

  ნარკოლოგი მოსახლეობას აფრთხილებს და მიმართვას ავრცელებს

შესაბამისად, კლინიკა ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა პაციენტის ნება. პაციენტის პიროვნულობის პატივისცემის უფლება გადაწონის სახელმწიფოს ინტერესს – დაიცვას მისი სიცოცხლე.

რას ნიშნავს ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში – თქვენს უფლებებს სამართლის დოქტორი, ნინო ლიპარტია გაგაცნობთ

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights