“შენი უფლებების” ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრი, დოქტორანტი, ნინო ენდელაძე გთავაზობთ სტატიას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სამედიცინო სექტორში:
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის (06/14/2023 N 3144) მუხლი 33. პუნქტი 1-ის თანახმად, რომელიც ძალაშია 2024 წლის 1 მარტიდან, განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომელთაც საქმიანობის განხორციელებისას აუცილებელია, ჰყავდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ამ დაწესებულებებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულება, რადგან ის ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან/და ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი არის – ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, აგრეთვე მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თაობაზე ინფორმაცია, თუ ის მონაცემთა სუბიექტის ფიზიკური ანფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იძლევა.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვისას ვიცოდეთ, რომ პაციენტმა ხელმოწერით უნდა გამოხატოს ნება ხოლო, თავის მხრივ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ჯანდაცვის მინისტრის 108/ნ ბრძანების „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ და 01-41/ნ ბრძანების „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ”, თანახმად წარმოებულ სამედიცინო ბარათის გახსნისას, სამედიცინო მომსახურების მიმღებს ხელმოსაწერად წარუდგინოს, ,,პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა პერსონალურ მონაცემთა და სამედიცინო ინფორმაციის მესამე პირთათვის გადაცემის შესახებ’’ ფორმა, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული სამედიცინო მომსახურების გამწევი და მიმღები მხარის უფლება-მოვალეობები.
წარმოგიდგენთ, რამდენიმე რეკომენდაციას – თუ რა უნდა ვიცოდეთ პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის სხვა პირზე გადაცემისას. სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას ჩვენს სახელზე გაცემულ სამედიცინო ბარათში პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის თანხმობა გაიცემა:
- პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებაზე, (შეგროვებაზე, ჩაწერაზე, სისტემატიზაციაზე, შენახვაზე, დაზუსტებაზე (განახლება, შეცვლა) მათი მესამე პირებზე შესანახად ან/და დასამუშავებლად გადაცემაზე);
- სამედიცინო მომსახურების ჩატარებისა და სამედიცინო მომსახურების ღირებულების დაფინანსების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნით;
- ელექტრონულ ისტორიაზე წვდომის მიზნით, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
- მკურნალობის პერიოდში პაციენტის სტატუსის თაობაზე (ღია თუ დახურული);
- მკურნალობის პროცესში ქმედუუნაროდ გახდომის შემთხვევაში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაცია ვის მიეწოდოს მათ შორის მატერიალური ფორმით (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა).
- საკვლევი ნიმუშის ლაბორატორიაში გაგზავნის და ლაბორატორიული მომსახურების ჩატარების მიზნით.
დაბოლოს:
- თანხმობა ამ ინფორმაციის მიღებაზე და სათანადო ენაზე განმარტების მიღების თაობაზე.
გვახსოვდეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად:
,,მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება:
დ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული,პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების,სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვისსპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოებისდაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად;’’
საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’.
მასალის გამოყენების პირობები