ორშაბათი, მარტი 31, 2025
მთავარიშენი ფიტნესირატომ არ უნდა მოწიოთ? - რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს...

რატომ არ უნდა მოწიოთ? – რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას?

რატომ არ უნდა მოწიოთ?

მოწევა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ამას პატარა ბავშვიც გეტყვით. ჩვენი გარემო სავსეა სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საშუალებების ანტიპროპაგანდით. რეკლამები, ბანერები, სიგარეტის კოლოფზე დატანილი სურათები თუ უბრალოდ მშობლების გაფრთხილებები – მოწევის მავნებლობაზე, ბევრი გზით შეიძლება გაგეგოთ. თუმცა, დაინტერესებულხართ ამის მიზეზით?

დღეს ჩვენს ბაზარზე ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მრავალსახეობაა, როგორიცაა “ელექტრონული სიგარეტი, აიქოსი, კლასიკური სიგარეტები”.

თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ცდილობენ სხვადასხვა სეგმენტისა და ასაკის ადამიანები გახადონ დამოკიდებული ნიკოტინზე და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ასაკის ან როგორი ჯანმრთელობის მქონე იქნება მათი მომხმარებელი, მთავარია მათი ყულაბა სისტემატურად გამდიდრდეს კიდევ რამდენიმე ლარით, რადგან მწეველი ადამიანი ყოველთვის იყიდის სიგარეტს.

მოკლედ რომ აგიხსნათ, თუ რა არის ნიკოტინი და რა ზიანი მოაქვს მას.

ეს ასე გამოიყურება:

ნიკოტინს შეიცავს თამბაქოს მცენარე და ის ერთგვარი დაცვითი მექანიზმია მისთვის, რადგან ზუსტად ნიკოტინი, თავისი მომწამვლელი თვისებებით, არ აძლევს პარაზიტებს მცენარის დაზიანების საშუალებას.

ალბათ, თქვენ ასევე გსმენიათ მითი იმის შესახებ, რომ ნიკოტინს ჩვენი ორგანიზმიც გამოყოფს! ეს, რა თქმა უნდა, თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მორიგი მარკეტინგული ხრიკია.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი ორგანიზმის მიერ ხდება ვიტამინ b-3-ის სინთეზირება (ნეოცინი-ნიკოტინის მჟავა), რომელსაც არანაირი საერთო აქვს რეალურ ნიკოტინთან.

(ადიქცია)

ნიკოტინი იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.

“სიამოვნებიდან აბსტინენციამდე მოკლე გზაა”!

თამბაქოზე ფიზიკური დამოკიდებულების ფორმირება ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის მონაწილეობით. მთავარი ნივთიერება, რომელიც გადასცემს იმპულსებს ცენტრალური ნერვული სისტემის ბირთვებსა და უჯრედებს შორის, არის ნეიროტრანსმიტერი დოფამინი. თუ ბევრი დოფამინი გამოიყოფა, ადამიანი განიცდის სიამოვნებას, ხოლო როდესაც დოფამინის რაოდენობა იკლებს, ის განიცდის აბსტინენტურ სიმპტომს. მოწევიდან 7-10 წამის შემდეგ ნიკოტინი ხვდება ტვინში. საწყისი მოხმარების შემდეგ ნიკოტინი ზრდის დოფამინის გადაცემას, რეგულარული მოწევა ცვლის დოფამინის გადაცემის კომპლექსს, ნიკოტინი ხდება ამ კომპლექსის ნაწილი, ანუ ამ ნივთიერების გარეშე დოფამინის გადაცემა არ მოხდება. და ამ მექანიზმის აღდგენას დრო ჭირდება.

  გრიპის ვაქცინაცია ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკაში!

ზუსტად ამ დროის მონაკვეთის გადალახვა უჭირს მწეველს.

უკვე ორ საათში (ეს დრო არის საჭირო, რომ სისხლში ნიკოტინის რაოდენობის  შემცირება დაიწყოს) თქვენ დაგეწყებათ  ნიკოტინის ახალი დოზის მოთხოვნის შეგრძნება.

ყველაზე რთული გადასალახი არის პირველი 48 საათი,შემდგომ აბსტინენტური სინდრომი სუსტდება. თუმცა, თქვენი ტვინი აგრძელებს ბრძოლას სიამოვნებისათვის.

“საკუთარი ტვინის ხაფანგში”

(რომ მოვინდომო დავანებებ!)

(ყველა ეწევა!)

(ვიღაცის ბაბუა 80 წლამდე ეწეოდა!)

(ერთსაც მოვწევ და ვაგდებ!)

(ვერ ვანებებ, მიჭირს!)

(აი, ზაფხულში გადავაგდებ!)

(მე არ მაწუხებს!)

შეგვიძლია უამრავი ასეთი ფრაზა მოგიყვანოთ მაგალითად, მაგრამ დასკვნა ერთი იქნება, ნიკოტინთან შერკინება არც თუ ისე მარტივი საქმეა!

1.ის ყველგან იშოვება,

2. გარშემო ბევრი ეწევა და აბსტინენტური სინდრომი ამით უფრო მკვეთრი ხდება.

3. ფიზიკური დისკომფორტი, როგორიცაა უძილობა, შფოთვა, გაღიზიანება და სხვა სასიამოვნო შეგრძნებები.

გახსოვდეთ, რომ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ასე ადვილად არ გაგიშვებენ ხელიდან!

საით გაგიწევიათ?

გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი, ინოვაციური და უსაფრთხო პროდუქტი – ვეიპი და ელექტრონული ერთჯერადი სიგარეტი!

ის არ შეიცავს მხუთავებს და სხვა ქიმიკატებს, რაც უხვადაა სიგარეტში!

ყველა დანამატი, რომელსაც შეიცავს ელექტრონული სიგარეტი, არის უსაფრთხო!

მაგალითად, პროპილენგლიკოლი, გლიცეროლი და ნატურალური არომატიზატორები!

ასევე, ორი ტიპის ნიკოტინი ვეიპებზე:

1. “ტუტე ნიკოტინი”, რომელიც ყვითელი შეფერილობისაა და არ გადის ბევრ ქიმიურ დამუშავებას;

2. “მარილოვანი ნიკოტინი”, რომელიც გადის ხანგრძლივ ქიმიურ დამუშავებას და არის ძალიან კონცენტრირებული. ის პირველივე ნაფაზიდან რამდენიმე წამში ხვდება სისხლში და იწვევს ეიფორიის შეგრძნებას, სწრაფად განვითარებად დამოკიდებულებას.

“ტუტე ნიკოტინის“ შეწოვას ჭირდება 3-დან 5 წუთამდე.

შედეგი ერთია, თქვენ ისევ ნიკოტინზე ხართ დამოკიდებული, ოღონდ ამ ყველაფერს ემატება “პროპილენგლიკოლის, გლიცეროლის 300გრადუსზე გაცხელების შედეგად მიღებული ქიმიური რეაქცია, რომლის შედეგად თქვენ იღებთ კანცეროგენს (ფორმალდეგიდს)!” ეს აზიანებს თქვენს ფილტვებს და ბრონქიოლებს  და ამის შესახებ თქვენ არ მოგიყვებათ თამბაქოს მწარმოებელი კომპანია.

  ფიტნესკლუბების აკრედიტაციის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ტვ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა

წარმოიდგინეთ, რომ ჰეროინზე დამოკიდებულ ადამიანს შესთავაზო უფრო უსაფრთხო ტრანსპორტი ამ ჰეროინის მის ორგანიზმში მოსახვედრად და ეს გაამართლო იმით, რომ ამგვარად ის უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო ფორმით იღებს ნარკოტიკს.

დაფიქრდით, ვისზეა გათვლილი “ვეიპები“ და ელექტრონული სიგარეტები –  არომატული, ტკბილი გემოებითა და ფერადი შეფუთვით!

დიახ, ის გათვლილია მოზარდებზე! თქვენს შვილებსა და ნათესავებზე!

ელექტროსიგარეტები ორგანიზმს ჩვეულებრივზე არანაკლებ, შეიძლება მეტადაც კი, აზიანებენ.

როგორც კი ნიკოტინი ხვდება ტვინში, ის ცვლის აცეტილქოლინს, ბუნებრივ ნეიროტრანსმიტერს, რომელიც წარმოიქმნება ტვინის მიერ და პასუხისმგებელია ნერვული სიგნალების გადაცემაზე. ნიკოტინი ამ ნივთიერების მსგავსია და ამიტომ ასტიმულირებს აცეტილქოლინის რეცეპტორებს.

როცა ჩვენ უარს ვამბობთ ნიკოტინზე, დრო არის საჭირო, რომ ამ რეცეპტორების ფუნქცია დაუბრუნდეს

თავის ბუნებრივ ფორმას.

თამბაქო და მისი შემცველი პროდუქტები მხოლოდ ფილტვების დაავადებებს არ იწვევს. მოწევის შედეგები მთლიან სხეულზე და მის მუშაობაზე აისახება. თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ და, ამის მიუხედავად, მაინც ეწევით, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ეს ქმედება კუნთის ზრდაზეც შეიძლება აისახოს.

  “სიგარეტი და კუნთის ჰიპერტროფია”

კუნთის ზრდაში მრავალი ჰორმონი იღებს მონაწილეობას, მათ შორის,  ზრდის ჰორმონი, ტესტოსტერონი, ინსულინი და ასე შემდეგ.

დადასტურებულია, რომ მწეველთა სისხლში მნიშვნელოვნად იზრდება მიოსტატინის დონე, ორგანიზმში სინთეზირებული პეპტიდი, რომელიც თრგუნავს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას და დაყოფას (ჰიპერპლაზიას). მიოსტატინი წარმოიქმნება კუნთებში და შემდეგ გამოიყოფა სისხლში, ის  ნეგატიურ გავლენას ახდენს კუნთებზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიოსტატინის მოქმედების ბლოკირება იწვევს კუნთოვანი მასის მნიშვნელოვან ზრდას, სხეულის ცხიმის პრაქტიკულად არარსებობის გარეშე. ამრიგად, მოწევასთან და ბოდიბილდინგთან ერთად, მიოსტატინის გაზრდილი დონე უბრალოდ ანელებს კუნთების ზრდას.

გარდა ამისა, ნიკოტინი აქვეითებს პროლაქტინის, გონადოტროპინის, ტესტოსტერონის დონეს

და ზრდის  თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის – კორტიზოლის რაოდენობას სისხლში.

ჟანგბადის მტერი – ნიკოტინი

„ფიზიოლოგიის ჟურნალში” გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მოწევა იმ მცირე სისხლძარღვების რაოდენობას ამცირებს, რომლებსაც ფეხის კუნთებში ჟანგბადი და საჭირო ნივთიერებები გადააქვს. რა კავშირშია კუნთამდე ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების გადატანა?

  ძლიერი სხეული ძლიერი გონების ტოლფასია - როდესაც ფიზიკურად თავს კარგად გრძნობთ, ეს თქვენს გონებაზეც აისახება

საქმე იმაშია, რომ მოძრაობის ოპტიმალურად შესრულებისთვის თქვენს ორგანიზმს, კერძოდ, გულს, ფილტვებსა და კუნთებს, ჟანგბადით მდიდარი სისხლი სჭირდებათ. როდესაც თამბაქოს გამონაბოლქვს შეისუნთქავთ, ნახშირბადის მონოოქსიდი სისხლის წითელ უჯრედებს ეკვრის, ჟანგბადს ადგილს უცვლის და ეს უკანასკნელი ქსოვილში ვეღარ აღწევს. თავის მხრივ, ამით რძემჟავას დონეც იზრდება. აღსანიშნავია, რომ რძემჟავა კუნთში წვის, დაღლილობისა და ვარჯიშის შემდგომი ტკივილის შეგრძნებებზეა პასუხისმგებელი.

ახლა ჩაიხედეთ სარკეში და ჰკითხეთ თქვენს თავს: ”არ გრცხვენია?” ასეთი უნიკალური შესაძლებლობის მქონე არსებას, რომელსაც მთავარ პრიზად სიცოცხლე და ჯანმრთელობა ერგო, ასე უპასუხისმგებლოდ და ზედაპირულად ეპყრობი ამ საჩუქარს! შენ, კონკრეტულად შენ, და არა ხვალ და არა ზეგ! დღეს! შეწყვიტე ეს დესტრუქცია და თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების გამდიდრება!

ავტორი (ვალიტა გორელჩანიკი)

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

31 March, 2025
“ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი” – რა ხდება მეგობრებს შორის და რას ჰყვება მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

“ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მის თანადგომას ვგრძნობდი” – რა ხდება მეგობრებს შორის და რას ჰყვება მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights