სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა სიმპტომებით ვლინდება ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

რა სიმპტომებით ვლინდება ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

რა სიმპტომებით ვლინდება ყველაზე ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს აუცილებლად.

საუბრობს ექიმი გასტროენტეროლოგი გიგა სორდია გადაცემაში “იმუნიტეტი”:

„ყველაზე ხშირად მოგვმართავენ შემდეგი ჩივილებით: ტკივილი მუცლის არეში, გულძმარვა, შებერილობა, გულისრევის შეგრძნება და დეფეკაციის ცვლილება, – როგორც ყაბზობა, ასევე, პირიქით, გახშირება. მრავალკომპონენტიანი პრობლემაა და სხვადასხვა რამ იწვევს. პირველი უპირობოდ საკვებია. საკვების ხარისხი, კვებითი ქცევები და ძილისა და მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები ძალიან ხშირად საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევების ტრიგერია, რომლებიც ქრონიკულ სიმპტომთა კომბინაციას წარმოადგენს, საკმაოდ რთულად სადიაგნოსტიკო და სამკურნალოა. დღითიდღე იზრდება ჩივილებისა და სიმპტომების რაოდენობა მთელ მსოფლიოში. 2018 ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში დიდი კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 42%-ს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს. მათ შორის, 85% ფუნქციური დარღვევები აღენიშნება, რაც სტრესთან, ძილის დარღვევებთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ლორწოვანის სხვადასხვა დაავადება 15%-ს აღენიშნება. ამ დაავადების მართვა მრავალი კომპონენტის გათვალისწინებას მოითხოვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი 5 სიმპტომი, რა დროსაც ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ:
უმიზეზო წონაში კლება, მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, სიყვითლე, ხანგრძლივი დიარეა, შავი ფერის დეფეკაცია.

კონკრეტული დაავადებებისათვის კვების განსხვავებული მოდელი დგება, ჯანსაღი კვების რეკომენდაციები ზოგადია.“

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ენდომეტრიუმში ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights