სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პაციენტი იყოს დაცული" - გიორგი ფხაკაძემ აკრედიტაციის პროცესზე...

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პაციენტი იყოს დაცული” – გიორგი ფხაკაძემ აკრედიტაციის პროცესზე რადიო “კომერსანტში” ისაუბრა

4 აპრილს რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად სამედიცინო კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზე გადაცემის სტუმარმა პროფესორმა, „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელმა საქართველოში – გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა:

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პაციენტი იყოს დაცული” – გიორგი ფხაკაძემ აკრედიტაციის პროცესზე რადიო “კომერსანტში” ისაუბრა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

„მსოფლიოში აკრედიტაციის გამცემი ორი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა accreditation canada და joint commission, რომელთაგან ერთი კანადაში და მეორე აშშ-ში მოქმედებს.

დაახლოებით 25 წლის წინ სხვადასხვა ქვეყანა მიხვდა, რომ ჯანდაცვის სექტორს სჭირდებოდა სხვაგვარი მიდგომა, რადგან ჯანდაცვის კომერციალიზაცია მოხდა – გაძვირდა სამედიცინო მომსახურება და დანადგარები, შესაბამისად, ბევრმა ქვეყანამ თქვა, რომ ბიზნესი კარგია, თუმცა დაიკარგა მთავარი ორიენტირი – პაციენტი.

სამედიცინო სისტემები იყო დაავადებაზე და არა პაციენტზე ორიენტირებული. ამიტომ ქვეყნებს დასჭირდათ ან აკრედიტაციის გამცემი ეროვნული ორგანო ან უცხოური ორგანიზაციები. აქედან უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციების ბუმი. იმას, რაც სხვა ქვეყნებმა დაიწყეს 25 წლის წინ, ჩვენ ვიწყებთ ახლა“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით „აკრედიტაცია კანადა“ საქართველოში ამჟამად 24 სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაციის პროცესს ახორციელებს – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

აკრედიტაციისთვის სტანდარტულად 3 წელია განსაზღვრული, თუმცა, საქართველოში ეს პროცესი 1 წელში უნდა დასრულდეს, ამიტომ ორგანიზაციამ ქართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსხვავებული, მხარდამჭერი მიდგომა შეიმუშავა.

„აკრედიტაცია ნიშნავს პაციენტის დაცულობას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი იყოს დაცული. დაცვა ეს არის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად მომზადებული სამედიცინო პერსონალი და უსაფრთხო პროცესები სამედიცინო დაწესებულებაში.

ISO სტანდარტი არის საერთაშორისო სერტიფიცირება, ეს არ არის აკრედიტაცია. ის უყურებს მხოლოდ ერთ პატარა ნაწილს, ხოლო აკრედიტაცია – მთლიანად მთელ პროცესს, ძალიან ღრმად. ამიტომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობისთვის მისაღებია აკრედიტაცია“, – განმარტა „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელმა საქართველოში. კითხვის გაგრძელება

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ეოზინოფილების მომატება, ანუ ეოზინოფილია, სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველაზე ხშირი მიზეზებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights