ჰიპერკალციემია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლში კალციუმის მაღალი დოზით არსებობა. გამოიყოფა დაავადების მწვავე და ქრონიკული ფორმები.
მიზეზები
დაავადება ჩნდება სისხლში იონიზირებული კალციუმის მაღალი კონცენტრაციის შედეგად. დაავადების მიზეზები შეიძლება იყოს ასევე:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ავთვისებიანი წარმონაქმნები (ხშირად სარძევე ჯირკვლებისა და ბრონქების);
· ჰიპერპარათირეოზი;
· სისხლის დაავადებები (ლეიკოზი, მიელომა);
· ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა;
· სისხლში ფოსფატების კლება;
· D ვიტამინის ჭარბი რაოდენობა;
· ნაწლავში კალციუმის გაძლიერებული შეწოვა;
· რძე-ტუტოვანი სინდრომი.
ბავშვებში დაავადება ჩნდება D ვიტამინის ჭარბი რაოდენობის გამო.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები, რომელბიც ჩნდება მაშინ, თუ სისხლში კალციუმის ნორმა აჭარბებს 11-12%-ს:
· გაუწყლოება;
· ხშირი შარდვა;
· გულის რევა, ღებინება;
· არტერიული წნევის აწევა;
· მადის დაკარგვა;
· ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
· კუნთბის ტკივილი;
· ჰალუცინაცია;
· ემოციური აშლილობა;
· გონებრივი აქტივობის დაქვეითება;
· სწრაფი დაღლა.
ხშირ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ნიშნავს შემდეგ პროცედურებს:
· სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
· შარდის და კალას ანალიზს;
· ელექტროკარდიოგრაფიას;
· შინაგან პიელოგრაფიას;
· დენსიტომეტრიას;
· შინაგანი ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
· სპეციალურ სინჯებს.
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· ძვლებიდან კალციუმის გამოდენვის ხელისშემშლელ პრეპარატებს;
· ნატრიუმის ქლორიდის შეყვანას (რეგიდრადაციას);
· შარდმდენ პრეპარატებს;
· ოსტეოკლასტების აქტივობის შემაკავებელ პრეპარატებს.
საჭიროა D ვიტამინის მიღების შეწყვეტა. რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს თირკმლის ტრანსპანტაცია ან ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული გზით მოშორება.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· ანტრიოვენტრიკულარული ბლოკადა;
· გულის არითმია;
· თირკმლის მწვავე უკმარისობა;
· კრუნჩხვა;
· გულის გაჩერება;
· კომა.
შესაძლოა ლეტალური შედეგიც
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· მიელომას დაავადების მქონე ადამიანები;
· ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· კალციუმით მდიდარი პროდუქტების მიღების გაკონტროლება;
· რისკის ჯფგუფში შემავალი ადამიანებისთვის საჭიროა კალციუმის და D ვიტამინის შემცველი პრეპარატების გამოყენებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლა.