B ჰეპატიტი

0
21

B ჰეპატიტი – ღვიძლის ინფექციური დაავადება. არსებობს მწვავე და ქრონიკული ფორმით.
 
მიზეზები დაავადება ძირითადად სისხლით გადაიცემა. მისი წარმოშობის მიზეზებია:
·         დაუცველი სქესობრივი კავშირები და პარტნიორის ხშირი ცვლა;
·         ინექციური ნარკოტიკების გამოყენება, არაჰიგიენური ნორმების მქონე ტატუ-სალონებში ვიზიტი;
·         სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის გადასხმისას, ოპერაციისას დაავადება;
·         დაავადებული ადამიანის პირადი მოხმარების საგნებით სარგებლობა;
·         მშობიარობის დროს დედისაგან შვილზე გადაცემა.
 
სიმპტომები
პირველი ნიშნები იკვეთება დაავადებიდან 12 კვირის შემდეგ. დაავადებისთვის დამახასიათბელი სიმპტომებია:
·         სწრაფი დაღლა და მუდმივად დაღლილობის შეგრძნება;
·         გულის რევა, ღებინება;
·         მარჯვენა ნეკნების ქვეშ პერიოდული ტკივილი;
·         შარდის გამუქება;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა;
·         თვალის კაკლების, კანის გაყვითლება;
·         კალას გაუფერულება.
 
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპატოლოგი, რომელიც ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებსა და გამოკვლევებს, როგორიცაა:
·         საერთო დათვალიერება;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევა;
·         პჯრ-დიაგნოსტიკა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია);
·         სისხლის საერთო, ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         ღვიძლის სინჯები.
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტივირუსულ პრეპარატებს;
·         ჰეპატოპროტექტორებს;
·         იმუნომამოდულირებელ საშუალებებს.
დღეისათვის დაავადების განკურნება შესაძლებელია სრულად. გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტს აქვს დაავადების მიმართ იმუნიტეტი მთელი ცხოვრების მანძილზე.
 
დიეტა
პციენტმა უნდა დაიცვას დიეტა №5, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
·         ცხიმიანი ხორცი, თევზი და მათგან მომზადებული წვნიანები;
·         კონსერვები, შებოლილი, მარინადი;
·         ტკბილეული, პური;
·         მოხარშული კვერცხი;
·         მჟავე ხილი და კენკროვანები;
·         ისპანახი, ხახვი;
·         მდოგვი, წიწაკა;
·         ბოლოკი;
·         შოკოლადი, ნაყინი;
·         კაკაო, მაგარი ყავა;
·         გაზიანი სასმელები;
·         სპირტიანი სასმელები.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკრუნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ღვიძლის ციროზი;
·         ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობა;
·         სისხლის მიმოქცევის დაქვეითება;
·         ღვიძლის კიბო;
·         ლეტალური შედეგი.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან სქესობრივ პარტნიორს;
·         ადამიანები, რომლებიც იყენებენ ინექციურ ნარკოტიკს;
·         სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავეები;
·         ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ ხშირად სისხლის გადასხმა.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ვაქცინაციის ჩატარება;
·         სამედიცინო ინსტრუმენტების საგულდაგულოდ გასტერილება;
·         სქესობრივი აქტის დროს თავის დაცვა;
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ