შორსმხედველობა

0
745

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) – მხედველობის დეფექტი, რომლის დროსაც გამოსახულება პროეცირდება არა თვალის ბადურაზე, არამედ მის უკან, რის შედეგადაც მისი აღქმა ხდება გაურკვევლად.
 
გამოიყოფა დაავადების სამი ტიპი:
·         სუსტი — +2 დიოპტრიამდე (ნარჩუნდება მაღალი მხედველობა ახლოს და შორს);
·         საშუალო — +5 დიოპრიამდე (ახლოს მხედველობის გაუარესება);
·         მაღალი — +5 დიოპრიაზე მეტი (ცუდი ხედვა ახლოსაც და შორსაც).
 
გამოვლენის მიხედვით გამოიყოფა:
·         აშკარა ჰიპერმეტროპია (სიმშვიდისა და მხედველობითი დაძაბულობის დროს წამწამის კუნთის მუდმივი დაჭიმულობა);
·         ფარული ჰიპერმეტროპია (აკომოდაციური ფუნქციის მედიკამენტოზური პარალიჩი);
·         სრული ჰიპერმეტროპია (აშკარა და ფარული ჰიპერმეტროპიის ნარევი).
 
მიზეზები
შორსმხედველობა ვითარდება თვალის ლინზის შეკუმშვისა და მისი ელასტიურობის დაკარგვით. დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითობა;
·         თვალის კაკლის ზომის დაპატარავება წინა და უკანა ღერძებში (ჰიპერმეტროპიას ვხვდებით ბავშვებში და უფრო ხშირად ახალშობილებში);
·         თვალის აკომოდატიური შესაძლებლობის შემცირება (რაც ხელს უწყობს მხედველობის სიმკვეთრეს);
·         «ასაკობრივი შორსმხედველობა» (ვლინდება 40 წლის შემდეგ).
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ახლო მანძილზე ცუდი მხედველობა;
·         შორ მანძილზე ცუდი მხედველობა (აღინიშნება შორსმხედველობის მაღლი დონისას);
·         თვალის სწრაფი დაღლა კითხვისას, წერისას, კომპიუტერთან მუშაობისას;
·         მუშაობის დროს თვალის დაძაბვა (თვალების წვა, თავის ტკივილი);
·         ამბლიოპია («ზარმაცი თვალი»);
·         თვალის ხშირი ანთებითი პროცესები.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-ოფთალმოლოგი ატარებს დიაგნოსტიკას და ნიშნავს:
·         ფოროპტორზე მხედველობის შემოწმება;
·         ავტორეფრაქტომეტრია (თვალის რქოვანას გამოკვლევა);
·         კერატომეტრია (რქოვანას ოპტიკური ძალის გამოკვლევა);
·         ექობიომეტრია (თვალის სიგრძის გაზომვა).
 
მკურნალობა
დაავადების მკრუნალობა მოიცავს:
·         სათვალეს;
·         კონტაქტურ ლინზებს.
 
სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია მხოლოდ ოპერაციის ჩატარებით:
·         გამჭვირვალე ლინზის ჩანაცვლება;
·         თერმოკერატოპლასტიკა (დაბალი ენერგიის რადიოტალღების თბური ზემოქმედება);
·         თერმოკერატოკოაგულაცია (რქოვანას რეფრაქციული ძალის გაზრდა);
·         ლინზის იმპლანტაცია.
 
საშიშროება
გართულებულმა შორსმხედველობამ შეიძლება გამოიწვიოს:
·         ბინოკულარული მხედველობის დარღვევა;
·         სიელმე;
·         სიბრმავე;
·         თვალის შიდა წნევის აწევა (გლაუკომა).
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ცუდად განათებულ სივრცეში კითხვის / კომპიუტარეთან მუშაობის გამორიცხვა;
·         მხედველობის დაძაბვისა და დასვენების მონაცვლეობა;  
·         მუშაობისას ყოველი 20-30 წუთის შემდეგ თვალის ვარჯიშების ჩატარება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ათერომა არის კანის ქონის ჯირკვლის რეტენციული კისტა, რომელიც წარმოიქმნება ჯირკვლის გამომტანი სადინარის დახშობით
წინა სტატიაშიოსგუდ-შლატერის დაავადება
შემდეგი სტატიაჩირქოვანი ოტიტი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ