ქოლერა – ნაწლავის მწვავე დაავადება, რომელიც გამოწვეულია ინფექციით. დაავადება აქტიურდება ზაფხულის პერიოდში.
მიზეზები
· ბაქტერიებით დაავადებული პროდუქტებისა და წყლის გამოყენება;
· დაინფიცირებულ წყალსაცავებში ბანაობა;
· დაინფიცირებული საგნების გამოყენება.
სიმპტომები
· დიარეა;
· დეფეკაციის ხშირი მოთხოვნა;
· ღებინება;
· ორგანიზმის გაუწყლოება;
· ტემპერატურის დაცემა 34,5 გრადუსამდე;
· საერთო სისუსტე;
· წყურვილი;
· კუნთების კრუნჩხვები;
· ტაქიკარდია;
· კანის სიმშრალე;
· თავბრუსხვევა;
· არტერიული ჰიპოტენზია;
· ხმის ჩახლეჩვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:
· ნაღებინები მასისა და კალას გამოკვლევა;
· სეროლოგიური გამოკვლევა;
· მიკროაგლუტინაცია, ვიბრიონების იმობილიზაცია.
მკურნალობა
· რეჰიდრატაციული პროცედურები;
· პოლიონური ხსნარების შეყვანა;
· ანტიბიოტიკები.
დიეტა
დაავადების მკურნალობისას საჭიროა დავიცვათ დიეტა №4, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
· ფქვილის და ცომეულის ნაწარმს;
· თევზის, ქათმის და საქონლის ცხიმიან ხორცს;
· კონსერვებს, შებოლილებს;
· კვერცხს;
· ცხიმებს;
· ბოსტნეულს;
· მსუყე წვნიანებს;
· კენკრას, ხილს;
· ტკბილეულს, თაფლს;
· ყავას, კაკაოს;
· გაზიან სასმელებს, ბურახს;
· სპირტიან სასმელებს.
საშიშროება
· პნევმონია;
· თრომბოფლებიტი;
· ჩირქოვანი ანთებითი პროცესები;
· ნაწლავის იშემია;
· მიოკარდის ინფარქტი;
· ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
პროფილაქტიკა
· სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
· გადადუღებული წყლის გამოყენება;
· დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შეზღუდვა;
· წყლის წყაროების მდგომარეობის გამოკვლევა;
· საკანალიზაციო ნარჩენების დროული გაწმენდა.
ქოლერა
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
