ტირეოიდი

ტირეოიდი

ტირეოიდი – ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი პროცესი.
 
მიზეზები

მემკვიდრეობითი ფაქტორი;
სასუნთქი გზების მწვავე ან ქრონიკული დაავადებები;
სასუნთქი გზების ტრავმები;
ფარისებრი ჯირკვლის ტრავმები;
შაქრიანი დიაბეტი.

 
სიმპტომები

ფარისებრი ჯირკვლის ჩირქოვანი ანთება, ციება, ტემპერატურა 40 გრადუსამდე, კისრის ზედა ნაწილში ტკივილი, ტაქიკარდია, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, კისრის კანის ჰიპერემია;
ტემპერატურა 38 გრადუსამდე, კისრის წინა ნაწილში ტკივილი, რომელიც ყბაზე გადადის, სახსრების ტკივილი, სისუსტე;
გართულებული ყლაპვა, ყელში ქვის გაჩხერის შეგრძნება, ჩახლეჩილი ხმა, არტერიული წნევის აწევა, ოფლიანობა.

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა:

სისხლის საერთო ანალიზი;
იმუნოგრამა;
ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის წვრილნემსოვანი ბიოპსია;
ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.

 
მკურნალობა

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
სტეროიდული ჰორმონები;
ანტიბიოტიკები;
ანტიბაქტერიული პრეპარატები;
ანტიჰისტამინური საშუალებები;
პოლივიტამინები.

 
საშიშროება
დაავადების გართულება შეიძლება იყოს:

ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა;
მედიასტინიტი;
პნევმონია;
ფილტვის აბსცესი;
კისრის ფლეგმონა;
მენინგიტი;
ენცეფალიტი;
სეფსისი.

 
რისკის ჯგუფი

ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციების მქონე ადამიანები;
ენდემური ჩიყვისა და ბაზედოვის დაავადების მქონე ადამიანები;
გენეტიკური მიდრეკილების ადამიანები;
ალერგიული, აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;

 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ორგანიზმის გაკაჟება;
სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა;
იოდისა და სხვა ვიტამინების საკმარისი რაოდენობით მიღება.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი. ტირეოიდი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 აგვ 29]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98/
sheniekimi.ge
  კავერნიტი - ვითარდება მამაკაცის სასქესო ორგანოს კავერნოზულ ნაწილში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here