პიკის დაავადება

0
615

პიკის დაავადება (შუბლ-საფეთქლისმიერი დემენცია) – ცენტრალური ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება.
 
მიზეზები
დაავადება წარმოიშობა თავის ტვინის ქერქის ნივთიერების ატროფიის შედეგად, რასაც მივყავართ ტვინის ზომაში შემცირებამდე. თხელდება თავის ტვინის ქერქი, რამდენადაც კვდებიან ნეირონები. პროცესი იწვევს ნაცრისფერ და თეთრ ნივთიერებებს შორის საზღვრის წაშლას და ტვინის პარკუჭების გაზრდას. დაავადების დროს ზიანდება თავის ტვინის შუბლ-საფეთქლისმიერი ქერქის ნაწილები.
ზუსტი მიზეზები ბოლომდე დაუდგენელია.
ექიმები ვარაუდობენ, რომ ნიმან პიკის დაავადების მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         თავის ტრავმები;
·         ორგანიზმის ხანგრძლივი ინტოქსიკაცია;
·         ტაუ-პროტეინის (თავის ტვინის განსაკუთრებული ცილა) მიმოცვლის დარღვევა თავის ტვინში.
 
პიკის დაავადების სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ქცევის დარღვევა (ბილწსიტყვაობა, იმპულსურობა, უტაქტობა, პირადი ჰიგიენის დაუცველობა, უაზროდ ჭამისკენ მიდრეკილება, გარშემომყოფების ქცევის მიბაძვა, სექსისადმი ინტერესის გაზრდა);
·         ემოციონალური დარღვევები (გაზრდილი აგრესიულობა, გაღიზიანებულობა);
·         მეტყველების დარღვევები (ერთმარცვლიანი ფრაზები, ნელი საუბარი, ძუნწსიტყვაობა, საგნების დასახელების გართულება);
·         სიარულის დარღვევა (სიმყარის არქონა, ბარბაცი, ხშირი დაცემა);
·         შარდის შეუკავებლობა.
თუ თქვენ აღმოაჩენთ მსგავს სიმპტომებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სჯობს ზედემტად ფრთხილი იყოთ, ვიდრე მძიმედ დაავადებული.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი და ექიმი-ფსიქოთერაპევტი. თითოეული მათგანი ატარებს პაციენტის საერთო დათვალიერებას, რათა გამოავლინოს სოციალური ქცევის დარღვევები და არაადექვატურობა, რის შემდეგაც ინიშნება:
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         ელექტროენციფალოგრაფია.
 
პიკის დაავადების მკურნალობა
სამწუხაროდ, დაავადების პროგრესული სიმპტომების შემაფერხებელი მკურნალობის მეთოდები არ არსებობს.
ორგანიზმის გასაძლიერებლად ინიშნება:
·         ჩანაცვლებითი თერაპია (ინჰიბიტორები აცეტილოქოლინესტერაზები, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, ანტიდეპრესანტები);
·         ნეიროპროტექტორები;
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
·         არსებული ფსიქიკური დარღვევების ფარმაკოლოგიური კორექცია (ანტიდეპრესანტები, აგრესიის დამწევი პრეპარატები)
·         ფსიქოთერაპია.
 
საშიშროება
რამდენადაც დაავადებისგან სრული განკურნება შეუძლებელია, 5-10 წლის შემდეგ ხდება პიროვნების ფსიქიკური რღვევა: მარაზმი, კახექსია.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
·         50 წელს ზემოთ ადამიანები (განსაკუთრებით ქალბატონები);
·         თავის ტვინის ტრავმების მქონე ადამიანები;
·         ქიმიურ წარმოებაში მომუშავეები.
 
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობის პირველადი პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი სპეციალური მეთოდები არ არსებობს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საშვილოსნოს გამოვარდნა: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა
წინა სტატიაშიდისოციაციური იდენტურობის აშლილობა
შემდეგი სტატიაპიელონეფრიტი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ