პერიოლარული დერმატიტი – კანის დაავადება, რომელიც პირის არეში ჩნდება დახეთქილი კანის გაჩენით, იშვიათად ქუთუთოებისა და თვალების არეში.
ხშირად დაავადებას მოიხსენიებენ როგორც პერორალურ დერმატიტს, რაც არის შეცდომა როგორც სამედიცინო დასახელების მხრივ, ასევე ლინგვისტიკური კუთხითაც.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები (მათ მიმართ ჰიპერმგრძნობელობა);
· კორტიკოსტეროიდული საცხების გამოყენება;
· ფტორის შემცველი კბილის პასტები;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია;
· ქრონიკური ინფექციური დაავადებები;
· მზის დასხივება;
· ჰორმონალური დისბალანსი.
სიმპტომები
დაავადების სიმპტომები საკმაოდ შესამჩნევია და მათი არევა სხვა რამეში შეუძლებელია:
· ლოკალიზაცია სახეზე: პირთან (ხშირად) ან თვალებთან, ქუთუთოებთნ (იშვიათად) ტუჩების საზღვრებზე ზოლების სახით;
· გამონაყარი სიწითლის ფონზე გამოიყურება როგორც პაპულები (ერითემები). შემდეგ ამ ელემენტებისგან წარმოიქმნება წითელი დახეთქილი ზედაპირის გამონაყარი;
· გამონაყარი განლაგებულია სიმეტრიულად;
· ზოგჯერ იგრძნობა წვა, მსუბუქად ქავილი, კანის დაჭიმვა.
დიაგნოსტიკა
დაავადების ნიშნების გამოვლენისას საჭიროა დერმატოლოგის ან ალერგოლოგის კონსულტაცია. დიაგნოსტიკა ხდება ვიზუალური დათვალიერებით.
მკურნალობა
მკურნალობას ნიშნავს ექიმი, რაც გულისხმობს:
· პაციენტის მიერ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას;
· კორტიკოსტეროიდების შემცველი საცხების გამორიცხვას;
· ცხარე, მლაშე, მჟავე საკვებს, ალკოჰოლსა და ყავაზე უარის თქმას;
· მედიკამენტების სისტემატური მიღებას, ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკებიც;
· ნიკოტინის მჟავას მიღებას, ასევე В6 ჯგუფის ვიტამინებს, რიბოფლავინს, ასკორუტინს;
· გამოიყენება ფიზიოთერაპია: კრიომასაჟი; დაზიანებული ადგილების ელექტროლიზი;
· რეკომენდირებულია კანის დატენიანება და მზის სხივებისგან დაცვა;
· ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს დისპანსერის პირობებში დაკვირვება.
საშიშროება
დაავადება სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მასთან დაკავშირებული კოსმეტიკური დეფექტი იწვევს დისკომფორტს.
რისკის ჯგუფი
18-45 წლის ქალები, ზოგჯერ ბავშვებიც. ხშირად ავადდებიან განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლები.
პროფილაქტიკა
· საჭიროა კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებების შერჩევისას ყურადღება და აკურატულობა;
· მლაშე და ცხარე სკვებისგან თავის შეკავება;
· ცხელ შენობებში ყოფნისგან თავის შეკავება;
· ფოტოდამცავი საცხების გამოყენება.
პერიოლარული დერმატიტი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. პერიოლარული დერმატიტი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
