პერიოლარული დერმატიტი

0
459

პერიოლარული დერმატიტი  – კანის დაავადება, რომელიც პირის არეში ჩნდება დახეთქილი კანის გაჩენით, იშვიათად ქუთუთოებისა და თვალების არეში.
ხშირად დაავადებას მოიხსენიებენ როგორც პერორალურ დერმატიტს, რაც არის შეცდომა როგორც სამედიცინო დასახელების მხრივ, ასევე ლინგვისტიკური კუთხითაც.
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები (მათ მიმართ ჰიპერმგრძნობელობა);
·         კორტიკოსტეროიდული საცხების გამოყენება;
·         ფტორის შემცველი კბილის პასტები;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია;
·         ქრონიკური ინფექციური დაავადებები;
·         მზის დასხივება;
·         ჰორმონალური დისბალანსი.
 
სიმპტომები
დაავადების სიმპტომები საკმაოდ შესამჩნევია და მათი არევა სხვა რამეში შეუძლებელია:
·         ლოკალიზაცია სახეზე: პირთან (ხშირად) ან თვალებთან, ქუთუთოებთნ (იშვიათად) ტუჩების საზღვრებზე ზოლების სახით;
·         გამონაყარი სიწითლის ფონზე გამოიყურება როგორც პაპულები (ერითემები). შემდეგ ამ ელემენტებისგან წარმოიქმნება წითელი დახეთქილი ზედაპირის გამონაყარი;
·         გამონაყარი განლაგებულია სიმეტრიულად;
·         ზოგჯერ იგრძნობა წვა, მსუბუქად ქავილი, კანის დაჭიმვა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების ნიშნების გამოვლენისას საჭიროა დერმატოლოგის ან ალერგოლოგის კონსულტაცია. დიაგნოსტიკა ხდება ვიზუალური დათვალიერებით.
 
მკურნალობა
მკურნალობას ნიშნავს ექიმი, რაც გულისხმობს:
·         პაციენტის მიერ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას;
·         კორტიკოსტეროიდების შემცველი საცხების გამორიცხვას;
·         ცხარე, მლაშე, მჟავე საკვებს, ალკოჰოლსა და ყავაზე უარის თქმას;
·         მედიკამენტების სისტემატური მიღებას, ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკებიც;
·         ნიკოტინის მჟავას მიღებას, ასევე В6 ჯგუფის ვიტამინებს, რიბოფლავინს, ასკორუტინს;
·         გამოიყენება ფიზიოთერაპია: კრიომასაჟი; დაზიანებული ადგილების ელექტროლიზი;
·         რეკომენდირებულია კანის დატენიანება და მზის სხივებისგან დაცვა;
·         ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს დისპანსერის პირობებში დაკვირვება.
 
საშიშროება
დაავადება სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მასთან დაკავშირებული კოსმეტიკური დეფექტი იწვევს დისკომფორტს.
 
რისკის ჯგუფი
18-45 წლის ქალები, ზოგჯერ ბავშვებიც. ხშირად ავადდებიან განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლები.  
 
პროფილაქტიკა
·         საჭიროა კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებების შერჩევისას ყურადღება და აკურატულობა;
·         მლაშე და ცხარე სკვებისგან თავის შეკავება;
·         ცხელ შენობებში ყოფნისგან თავის შეკავება;
·         ფოტოდამცავი საცხების გამოყენება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ქუსლის ძვლის წანაზარდი
წინა სტატიაშიპერიტონიტი
შემდეგი სტატიაპერიკარდიტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ