ონიქომიკოზი – წარმოადგენს სოკოვან დაავადებას, რომელიც ყველაზე მეტად ვლინდება ფეხებზე და ფეხის ფრჩხილებზე.
მიზეზები
ონიქომიკოზის წარმოშობის მთავარი მიზეზებია:
· ჰიგიენის ნორმების დარღვევა;
· სალონში არასაკმარისად სტერილური პედიკურის იარაღის მოხმარება;
· გასახდელებში და სანაპიროზე არააკურატულობა;
· ფეხების ზედმეტი სიმშრალე.
სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
· ფრჩხილის დისკის გამოფიტვა;
· ფრჩხილის მონაცრისფრო, ჭუჭყიანი შეფერილობა;
· ფრჩხილებზე მოყვითალო ლაქები;
· კანის გარქოვანება;
· ფრჩხილის დეფორმაცია, მისი გასქელება;
· განივი ზოლების გაჩენა ფრჩხილზე;
· ფრჩხილების ფცქვნა;
· დაჩირქება;
· ფრჩხილზე შეხებისას ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა მოიცავს:
· მიკოლოგის მიერ პაციენტის დათვალიერებას;
· მიკროსკოპიას;
· დათესვას;
· მიკრობიოლოგიური გამოკვლევა;
· ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
· ნაცვეთის გამოკვლევა.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობას ადგენს ექიმი-მიკოლოგი, რაც მოიცავს:
· მედიკამენტების მიღებას;
· გარე მოხმარების საშუალებების გამოყენებას სოკოს დასამუშავებლად.
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს მის გავრცელებას და შესაბამისად ესთეტიკური მხარის დამახინჯებას. სოკოთი დაავადებული ფრჩხილები საშინლად გამოიყურება.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
· დაუშვებელია სხვისი ფეხსაცმლის, წინდების ხმარება;
· ფეხის კანისა და ფრჩხილების დატენიანება სპეციალური საცხებით;
· ფეხის მიკროტრავმებისგან დაცვა;
· აუზებზე, საუნებსა და აბანოებში ფეხშიშველი სიარულისგან თავის შეკავება.
ონიქომიკოზი
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ონიქომიკოზი [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
