მიქსედემა – ენდოკრინული დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით და წარმოადგენს ჰიპოთერიოზის მძიმე ფორმას.
მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზებია:
· პირველადი ხასიათის დროს – ფარისებრი ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიები, ტრავმები, იმუნიტეტის დაქვეითება, რაც გამოწვეულია ქრონიკული დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
· მეორადი ხასიათის დროს – ინფექციური, ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის ტრავმული ან შეშუპებით დაზიანება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· სახის, კიდურების დასიება;
· კუნთების ტკივილი;
· მოდუნება, ძილიანობა;
· კანის სიმშრალე;
· თმის მტრევადობა, ცვენა;
· მეტყველების დაქვეითება;
· ენის შეშუპება;
· სმენის დაქვეითება;
· მეხსიერების დაქვეითება;
· ხმის ჩახლეჩვა;
· შეკრულობა;
· ბრადიკარდია;
· არტერიული ჰიპერტენზია;
· ხუთვა;
· ანემია;
· ძლიერი თავის ტკივილი;
· სხეულის ტემპერატურის დაგდება;
· მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
· მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგ ანალიზებს:
· სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი;
· სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი;
· ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსია;
· ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია;
· იოდის შემცველი პრეპარატები.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
· ჰიპოტირეოიდული კომა;
· ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა;
· მიოკარდის ინფარქტი;
· სტენოკარდია;
· თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
· იშემიური ინსულტი.
რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
· მენოპაუზის პირობებში მყოფი ქალბატონები;
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანები;
· ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანები;
· სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია
· საკვებში საკმარისი იოდის გამოყენება;
· სისხლში ჰორმონების რაოდენობის კონტროლი;
· სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება;
· ცხვირხახის დაავადებების დროული მკურნალობა.