იუინგის სარკომა – წარმოადგენს ავთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც ვითარდება ძვლის ქსოვილში.
მიზეზები
· ჩონჩხის ანომალიები;
· ტრავმები;
· მემკვიდრეობითობა;
· შარდ-სასქესო სისტემის განვითარების დარღვევები.
სიმპტომები
· დაზიანებული ადგილის ტკივილი;
· დროთა განმავლობაში ტკივილი პროგრესირებადი ხდება და ძილსაც კი არღვევს;
· შეშუპების ადგილში პალპაცია მტკივნეულია;
· სახსარში რამოიშობა მტკივნეული კონტრაქტურა;
· დაზიანებულ ადგილას კანის მაღალი ტემპერატურა;
· შესიებული ადგილის სწრაფი გადიდება;
· პათოლოგიური მოტეხილობა;
· მადის დაკარგვა;
· სისუსტე;
· სხეულის ტემპერატურის აწევა;
· ანემია;
· ქვედა კიდურებით კოჭლობა;
· კომპრესიულ-იშემიური მიელოპათია;
· სუნთქვის უკმარისობა;
· სისხლიანი ნახველი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ტრავმატოლოგთან და ონკოლოგთან ვიზიტი;
· დაზიანებული ძვლის რენტგენი;
· კომპიუტერული ტომოგრაფია;
· მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· პოზიტრონო-ემისიური ტომოგრაფია;
· ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
· ოსტეოსცინტიგრაფია;
· დაზიანებული ძვლის მასალის ბიოპსია;
· იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა;
· მოლიკულარულ-გენეტიკური გამოკვლევა.
მკურნალობა
· ქიმიოთერაპია;
· სხივური თერაპია, მაღალი დოზების გამოყენებით;
· ქირურგიული ჩარევა;
· მთელი სხეულის დასხივება;
· ძვლის ტვინის გადანერგვა.
საშიშროება
დროული და სათანადო მკურნალობის პირობებში პაციენტის სიცოცხლის და ქმედითუნარიანობის შენარჩუნება სრულიად შესაძლებელია.
პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული პროფილაქტიკური ზომები არ არსებობს, თუმცა რეკომენდირებულია:
· ტრავმებისგან თავის დაცვა;
· ძვლების ტკივილისას სასწრაფოდ ონკოლოგთან და ტრავმატოლოგთან მისვლა;
· ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.
იუინგის სარკომა
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. იუინგის სარკომა [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2024/04/01/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90/
sheniekimi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
კომენტარები ჯერ არ არის
