ვილებრანდის დაავადება სისხლის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლის მიმოქცევის ფუნქციის დარღვევით, რაც იწვევს ჭარბ სისხლდენას

0
649

ვილებრანდის დაავადება – სისხლის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლის მიმოქცევის ფუნქციის დარღვევით, რაც იწვევს ჭარბ სისხლდენას.
დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქ (სისხლში ვილებრანდის ფაქტორის კოცენტრაციის შემცირება), საშუალო (ვილებრანდის ფაქტორის ხარისხობრივი ცვლილება) და რთულ (ვილებრანდის ფაქტორის სრული არარსებობა) ფრომებში.

მიზეზები
დაავადება გამოწვეულია სისხლის ცირკულაციის ერთ-ერთი ფაქტორის უკმარისობით ან დეფექტით – ეს არის ვილებრანდის ფაქტორი, რომელიც პასუხისმგებელია თრომბოციტის დაზიანებულ სისხლძარღვზე მიმაგრების პროცესზე. ვილებრანდის დაავადების მიზეზები:
·         სისხლის მიმოქცევის თანდაყოლილი დარღვევები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         ავტოიმუნური და ლიმფოპროლიფერატიული დაავადებები.

ვილებრანდის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         ღრძლიებიდან სისხლდენა;
·         კანზე უმიზეზოდ გაჩენილი «სილურჯეები»;
·         ხშირი სისხლდენა ცხვირიდან;
·         ქალებში მენსტრუაციის დროს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა (მენორაგია);
·         ქალებში მენოპაუზის დროს სისხლდენა;
·         ოპერაციისა და ტრავმის შემდეგ ძლიერი სისხლდენა;
·         შარდსა და ფეკალურ მასაში სისხლის გაჩენა (ჰემატურია);
·         სახსრების და კუნთების შიდა სისხლდენა, რომელსაც ახლავს ტკივილი, დასიება და მოძრაობის გართულება.

დიაგნოსტიკა
ვილებრანდის გამოსავლენად აუცილებელ დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰემატოლოგი, რისთვისაც ის ნიშნავს მთელ რიგ ანალიზებს, რომელთა შორის არის:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         სინჯები კაპილარების სისუტეზე;
·         სისხლის ცირკულაციის დროის გაზომვა;
·         კოაგულოგრამა;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         ფეკლაურ მასაში სისხლის რაოდენობის განსაზღვრა.
ღვიძლსა და ელენთაში სისხლდენის გამოსარიცხად ტარდება მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

ვილებრანდის დაავადების მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ტრანსფუზიურ თერაპიას (ჰემოპრეპარატების შეყვანას, სისხლის პლაზმის გადასხმას);
·         დესმოპრესინს;
·         ჩანაცვლებით თერაპიას (ვილებრანდის ფაქტორის შემცველი პრეპარატების გამოყენებას);
·         ქალებში ჰორმონალურ თერაპიას;
·         დაზიანებულ ადგილზე ფიბრინული წებოსა და თრომბინის ფხვნილის წასმას.

საშიშროება
ვილებრანდის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა;
·         საშვილოსნოდან სისხლდენა;
·         თრომბოზი;
·         ანემია.
ფეხმძიმე ქალების შემთხვევაში დიდია მუცლის მოშლის ალბათობა.

  გაფანტული სკლეროზი  – ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვული სისტემის გარკვეული ნაწილის დაზიანება

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტრავმებისა და დაავადებების გამო სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ანთების საწინააღმდეგო ნესტეროიდული და სისხლის მიმოქცევის შემაკავებელი პრეპარატების დიდი ხნის მანძლზე გამოყენების შეზღუდვა;
·         აქტიური ცხოვრების წესის ქონა;
·         სხეულის წონის კონტროლი.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ